ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ნიკოლოზ სამხარაძე და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციას შეხვდნენ

ნახვები: 466 ნიკოლოზ სამხარაძე და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციას შეხვდნენ

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და კომიტეტის წევრები ევროპული პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის (AFET) თავმჯდომარეს, დევიდ მაკალისტერსა და კომიტეტის წევრებს შეხვდნენ.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, საუბრის მთავარ თემას რეგიონში მიმდინარე მოვლენები წარმოადგენდა.

მხარეებმა უკრაინაში რუსეთის მხრიდან მიმდინარე აგრესიაზე და იმ მოლოდინებზე ისაუბრეს, თუ როგორ შეიძლება, განვითარდეს ომი უკრაინაში და რა საფრთხეები შეიძლება, მან შეუქმნას საქართველოს და მთლიანად შავი ზღვის რეგიონს.

„შეხვედრა სრულად დაეთმო რეგიონში მიმდინარე მოვლენებს, საქართველოს, როგორც მშვიდობის მედიატორის როლს სამხრეთ კავკასიაში. ასევე, ჩვენს მოლოდინებს – თუ როგორ შეიძლება, განვითარდეს ომი უკრაინაში, რა საფრთხეებს შეიძლება, უქადდეს ეს ომი საქართველოს და მთლიანად შავი ზღვის რეგიონს. სტუმრებს აინტერესებდათ ისეთი საკითხები, როგორებიცაა საქართველოს ადგილი რეგიონში, მის მიერ განხორციელებული საგარეო პოლიტიკა და როგორ შეიძლება, ევროკავშირი დაეხმაროს ქვეყანას ამ საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ნიკოლოზ სამხარაძემ.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ხელაშვილმა, თავმჯდომარის მოადგილე დავით ზილფიმიანმა და კომიტეტის წევრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა