ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

„პოლიტიკო“ - ნენსი პელოსმა ენტონი ბლინკენს რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებისკენ მოუწოდა

ნახვები: 563 „პოლიტიკო“ - ნენსი პელოსმა ენტონი ბლინკენს რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებისკენ მოუწოდა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსმა ენტონი ბლინკენს რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებისკენ მოუწოდა. ინფორმაციას „პოლიტიკო“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც „პოლიტიკო“ იტყობინება, კონგრესმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს სხვა ქვეყნის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოცხადების უფლება მიანიჭა. გამოცემის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით, სახელმწიფო დეპარტამენტსა და კონგრესში ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ.

კონგრესში მიიჩნევენ, რომ მსგავსი გადაწყვეტილების მიღება სახელმწიფო დეპარტამენტის გარეშეც შეუძლიათ, რითაც დამოუკიდებლად გაზრდიან ზეწოლას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე.

„არ არსებობს სამართლებრივი მიზეზი, რის გამოც კონგრესი ვერ მიიღებს კანონს, რომელიც ფაქტობრივად აღიარებს რუსეთს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ. კონგრესის მიერ მსგავსი კანონმდებლობის მიღება უფრო რთული გზაა, ვიდრე ამას სახელმწიფო მდივანი გააკეთებდა, მაგრამ ეს მისცემს ბაიდენის ადმინისტრაციას პოლიტიკურ საფარს, რომელიც საჭიროა ეკონომიკური ზეწოლისა და პუტინის წინააღმდეგ რიტორიკის გასაძლიერებლად“, – განაცხადა კონგრესის წარმომადგენელმა.

„პოლიტიკოს“ ინფორმაციით, მაისში ორივე პარტიის სენატორებმა ლინდსი გრეჰემმა და რიჩარდ ბლუმენტალმა წარადგინეს კანონპროექტი, რომელიც რუსეთს როგორც ტერორისტულ აქტებში მონაწილედ განსაზღვრავს, მაგრამ დოკუმენტი ბლინკენს მოუწოდებს რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ ოფიციალურად გამოცხადებისკენ. მსგავსი რეზოლუცია ასევე წარედგინა წარმომადგენელთა პალატას.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა