რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით

არ შეიძლება, ჩვენ ვიყოთ მგონი მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამ ტონით ეკამათება ხან ევროპარლამენტს-სალომე ზურაბიშვილი

ნახვები: 549 არ შეიძლება, ჩვენ ვიყოთ მგონი მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამ ტონით ეკამათება ხან ევროპარლამენტს-სალომე ზურაბიშვილი

პოლარიზაციის მიმართ რაც შემეძლო და რასაც შევძლებ, ყველაფერს გავაკეთებ. ეს არ არის პოლარიზაცია, ეს არის საქართველოს რეპუტაციის დაცვა. არ შეიძლება, ჩვენ ვიყოთ მემგონი მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამ ტონით ეკამათება ხან ევროპარლამენტს, ხან ამერიკის ელჩს, ხან ცალკეულ სხვა ელჩებს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „დღის თემაში“ განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა გადაცემის წამყვანის შეკითხვას, „პინგ-პონგის თამაში ახსენეთ, რამდენად მიზანშეწონილი იყო ევროპარლამენტარებთან ერთად „ქართული ოცნების“ მისამართით ასეთი მწვავე გზავნილების გაჟღერება, ეს ხომ არ აღიქმება პოლარიზაციის უფრო გაღრმავების ხელშეწყობად“.

„არა. პოლარიზაციის მიმართ რაც შემეძლო და რასაც შევძლებ, ყველაფერს გავაკეთებ. ეს არ არის პოლარიზაცია, ეს არის საქართველოს რეპუტაციის დაცვა. არ შეიძლება, რომ ჩვენ ვიყოთ მემგონი მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამ ტონით ეკამათება ხან ევროპარლამენტს, ხან ამერიკის ელჩს, ხან ცალკეულ სხვა ელჩებს. არ გამიგია არსად, 40 წელი მქონდა დიპლომატიური გამოცდილება, ასეთი წესები არ მინახავს. არ მინახავს, რომ პრემიერი წერდეს, ჯერ ერთი ეს ნიშნავს, რომ ინსტიტუტების არ გვესმის არაფერი, წერდეს კომისიის თავმჯდომარეს იმისთვის, რომ გაემიჯნოს ევროპარლამენტს, როცა გამიჯნულია ისედაც, რადგან სხვა ტერმინოლოგია გამოიყენა ევროპულმა საბჭომ და არ გადმოიტანა ყველა ის ტერმინი, რაც იყო ევროპარლამენტისგან რეზოლუციაში ჩასმული.არის რაღაცები დიპლომატიაში, ჯერ ერთი, ინსტიტუტების ურთიერთობა, ერთია კომისია, რომელიც არ მისცემს შენიშვნებს და არ გაემიჯნება ევროპარლამენტს. უნდა იცოდე, რომ ეს არის ორი ცალკე, დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელიც ერთმანეთს პატივს სცემს, რასაც, მესმის, რომ ჩვენ არ ვართ მიჩვეული. პოზიციის დაფიქსირება ხდება დიპლომატიურ ტერმინებში, როცა არის საქმეები გადასაწყვეტი. შეიძლება ერთი ერთზე. აგერ იყო ურსულა ფონ დერ ლაიენი ბაქოში. ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობები გვაქვს აზერბაიჯანთან. რა უნდოდა, რომ გვეთქვა, ჩამოფრინდეს ნახევარი საათით, გვაქვს სასაუბრო. რატომ არავინ არ ჩასულა 12 პუნქტის შემდეგ, რომ რეალურად გაგვერკვია, როგორ არის ეს პუნქტები, რამდენად არის მთლიანად მართლა ჩვენ მიერ შესასრულებელი, თუ არის რაღაცა ლავირების საშუალებები, ამას ჰქვია მუშაობა, მაგრამ ჩვენ გვირჩევნია ბრალდება ხან ერთზე, ხან მეორეზე, ჩვენ ვართ მართლები და ამით საქმე არ კეთდება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა