თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის მიმართულებით ჯერჯერობით პრეზიდენტის გაკეთებული არაფერი მინახავს-პაატა მანჯგალაძე

ნახვები: 486 ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის მიმართულებით ჯერჯერობით პრეზიდენტის გაკეთებული არაფერი მინახავს-პაატა მანჯგალაძე

უნდა ვაღიაროთ, რომ ბევრი სწორი აქცენტი ჰქონდა პრეზიდენტს, მაგრამ პრეზიდენტი არ არის მოწვეული, დაქირავებული ექსპერტი, ის არის სახელმწიფო მეთაური და უნდა შევაფასოთ არა იმის მიხედვით, რას ლაპარაკობს, არამედ რას აკეთებს, – განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ საქართველოს პირველი არხისთვის პრეზიდენტის მიერ მიცემული ინტერვიუს შეფასებისას.

მანჯგალაძის თქმით, პრეზიდენტს ბევრის გაკეთება შეუძლია 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით.

„რაც შეეხება ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს შემიძლია, ვთქვა, რომ ჯერჯერობით პრეზიდენტის გაკეთებული ამ მიმართულებით არაფერი არ მინახავს. საუბარს ჯობია, ყველამ საქმე ვაკეთოთ. მადლობა პრეზიდენტს იმისთვის, რომ გაიზიარა ოპოზიციის წინადადება რიგგარეშე სესიასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს საკმარისი არ არის, ბევრად მეტის გაკეთება შეუძლია 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით.

პრეზიდენტი ამბობს, რომ ქვეყანაში არ არის ოლიგარქია და არ არის არაფორმალური მმართველობა, ამ ნაწილში „ქართული ოცნების“ და პრეზიდენტის მთავარი ხაზი ერთმანეთს ემთხვევა. ის, რომ კობახიძე არ მოსწონს და ღარიბაშვილი, ბუნებრივია. ის ეუბნება ივანიშვილს, მე რომ მქონდეს ძალაუფლება და ფუნქციები, უკეთესად შევძლებდი თქვენს „გაპრავებას“ დასავლეთში, ვიდრე ამას ღარიბაშვილი და კობახიძე აკეთებსო. სინამდვილეში, პრეზიდენტის გზავნილი ეს იყო და ზედმეტი აღფრთოვანება საჭირო არ არის.

ძალიან კარგია, რომ მან აღიარა, ანტიდასავლურ რიტორიკას და ანტიდასავლურ გზას დაადგა „ქართული ოცნება“. არ შეიძლება სტრატეგიულ პარტნიორებზე თავდასხმები. ამერიკის ელჩმა გუშინ ხაზგასმით თქვა, რომ ის წარმოადგენს ამერიკას საქართველოში და ნებისმიერი თავდასხმა ამერიკის ელჩზე ნიშნავს შავ პიარსა და თავდასხმას ამერიკის შეერთებულ შტატებზე. კარგია, რომ პრეზიდენტი ამ საკითხს გამოეხმაურა“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა