რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით

„ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ ანტიკორუფციული საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის

ნახვები: 370 „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ ანტიკორუფციული საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის

ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" კორუფციასთან დაკავშირებით კანონპროექტის დარეგისტრირების პარალელურად, რომელიც ანტიკორფციული სააგენტოს შექმნას ითვალისწინებს, ანტიკორუფციული საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის.

როგორც "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, საგამოძიებო კომისია შეისწავლის კორუფციასთან დაკავშირებულ ყველა იმ საქმეს, რომელიც თაროზეა შემოდებული და საზოგადოებას გასცემს მკაფიო პასუხს, "თუ ვინ იპარავს საქართველოში ბიუჯეტს".

"ქვეყანაში „ქართული ოცნების" პირობებში ნეპოტიზმი და კორუფცია მძლავრად არის ფესვებგადგმული. ეს არის სენი, რომელიც ქვეყნის წინსვლას აჩერებს, კლავს იმედს ქვეყანაში, ხელს უშლის დრამატულად ინვესტიციის შემოდინებას ქვეყანაში, ეკონომიკის განვითარებას, ამიტომ ჩვენ ამ ინიციატივით შევდივართ. აქვე მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ არასამთავრობო ორგანიზაციას, დეპუტატებს, ყოფილ დეპუტატებს, ასევე იმ ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ვინც აქტიური მონაწილეობა მიიღო ამ კანონპროექტის ფორმირებაში და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ვინც ფინანსური მხარდაჭერა გამოუცხადა ამ პროექტს და მინდა გითხრათ აქვე, რომ „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" გამოდის ინიციატივით, რომ პარლამენტში შეიქმნას ანტიკორუფციული საგამოძიებო კომისია, რომელიც ამოიღებს ყველა იმ საქმეს, რომელიც არის გაჩერებული, თაროზე შემოდებული და საზოგადოებას მისცემს ძალიან მკაფიო პასუხს, თუ ვინ იპარავს საქართველოში ბიუჯეტს, რა სქემები მუშაობს საქართველოში, ამას ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ. ველოდებით პარლამენტში ოპოზიციური პარტიის შემოსვლას და ეს იქნება ბრძოლა, რომელსაც მივიყვანთ გამარჯვებამდე", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ცნობისათვის, კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც კორუფციასთან ბრძოლის მიზნით დამოუკიდებელი ინსტიტუტის შექმნას ითვალისწინებს, ფრაქციამ დღეს შეხვედრა არასამთავრობო სექტორთან და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან გამართა. კანონპროექტი არასამთავრობო სექტორის მიერ არის მომზადებული, რომელიც წინა ორი მოწვევის პარლამენტმა არ დაამტკიცა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა