სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”

რეჯეფ თაიფ ერდოღანი - საბერძნეთი განზრახ არღვევს ლოზანას სამშვიდობო ხელშეკრულების დებულებებს

ნახვები: 564 რეჯეფ თაიფ ერდოღანი - საბერძნეთი განზრახ არღვევს ლოზანას სამშვიდობო ხელშეკრულების დებულებებს

საბერძნეთი განზრახ არღვევს ლოზანას სამშვიდობო ხელშეკრულების დებულებებს.

აღნიშნულის შესახებ თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ ლოზანას ხელშეკრულების ხელმოწერის 99 წლისთავთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„თურქეთი, რომელიც თავდაჯერებული ნაბიჯებით უახლოვდება თურქეთის რესპუბლიკის დაარსების და ლოზანას ხელშეკრულების ხელმოწერის 100 წლის იუბილეს, რომელიც 2023 წელს აღინიშნება, აგრძელებს თავისი პოზიციების განმტკიცებას რეგიონულ და გლობალურ საკითხებში“, – აცხადებს ერდოღანი.

სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ ლოზანას სამშვიდობო ხელშეკრულებამ შესაძლებელი გახადა „თურქეთის სახმელეთო საზღვრების დახაზვა, საბერძნეთში თურქი ეროვნული უმცირესობების უფლებების გარანტირება და თურქეთის სანაპიროებთან ბერძნული კუნძულების დემილიტარიზებული სტატუსის დადასტურება“.

ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბოლო 99 წლის განმავლობაში თურქეთი ზედმიწევნით ასრულებდა ლოზანას სამშვიდობო ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს.

„საბერძნეთი ბოლო დროს განზრახ არღვევს ლოზანას სამშვიდობო ხელშეკრულების დებულებებს, განსაკუთრებით თურქი ეროვნული უმცირესობების უფლებებთან დაკავშირებით. თურქეთი ვერ შეეგუება ასეთ ვითარებას, რომელიც ეწინააღმდეგება კეთილმეზობლობის პრინციპებს და შეთანხმებების ერთგულებას. ანკარას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, იხმაროს ყველა ღონე რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის დასამყარებლად, ასევე თურქი ხალხის უფლებების უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნავს რეჯეფ თაიფ ერდოღანი.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა