თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ევროპის საინვესტიციო ბანკმა უკრაინას 1,59 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება დაუმტკიცა

ნახვები: 676 ევროპის საინვესტიციო ბანკმა უკრაინას 1,59 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება დაუმტკიცა

ევროპის საინვესტიციო ბანკმა უკრაინას ინფრასტრუქტურის აღსადგენად და კრიტიკულად მნიშვნელოვანი პროექტების განსაახლებლად 1,59 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება დაუმტკიცა. ამის შესახებ ნათქვამია ევროკომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თანხა გამოიყო ევროპის საინვესტიციო ბანკის სწრაფი რეაგირების პროგრამის ფარგლებში. ეს აღნიშნული პროგრამის ფარგლებში უკრაინისთვის გამოყოფილი უკვე მეორე დახმარების პაკეტია. პირველი, 668 მილიონი ოდენობის დახმარება უკრაინას ომის დაწყებიდან პირველი თვის განმავლობაში გამოეყო.

გამოყოფილი 1,59 მილიარდი ევროდან 1,05 მილიარდს უკრაინა დაუყოვნებლივ მიიღებს და ეს თანხა უნდა მოხმარდეს უპირველეს ყოვლისა დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენას და ენერგეტიკის სფეროში გადაუდებელ ზომებს. დანარჩენი 540 მილიონი დაიხარჯება უკრაინაში ევროპის საინვესტიციო ბანკის პროექტებზე ენერგეტიკის, ენერგოეფექტურობის, გზების, ტრანსპორტის, განათლების სფეროებში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა