ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

საქართველო არის მსოფლიოში 45-ე ადგილზე კორუფციის აღქმადობასთან დაკავშირებით-შალვა პაპუაშვილი

ნახვები: 481 საქართველო არის მსოფლიოში 45-ე ადგილზე კორუფციის აღქმადობასთან დაკავშირებით-შალვა პაპუაშვილი

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ვურჩევდი, რომ უპირველეს ყოვლისა მათი ცენტრალური ოფისის კვლევებს გაეცნონ, რომელიც შეეხება კორუფციასთან დაკავშირებულ საკითხებს და აქედან გამომდინარე გამოიტანოს თავის დასკვნები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

შალვა პაპუაშვილს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ „მაღალი დონის სავარაუდო კორუფციის გამოუძიებელი შემთხვევების“ შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საერთო ჯამში არსებობს სტატისტიკა, მათშორის ანტიკორუფციული მიმართულებით, რამდენად ეფექტიანად არის საქართველოს ხელისუფლება და არსებობს „საერთაშორისო გამჭირვალობის“ კვლევაც, რეიტინგიც, რომელიც ამბობს, რომ საქართველო არის მსოფლიოში 45-ე ადგილზე კორუფციის აღქმადობასთან დაკავშირებით.

„საქართველო წინ უსწრებს ევროკავშირის რვა წევრ ქვეყანას, წინ უსწრებს ასოცირებული ტრიოს ორივე ქვეყანას, მოლდოვა გახლავთ 105-ე ადგილზე და უკრაინა 122-ე ადგილზე. ამიტომ „საერთაშორისო გამჭვირვალობას“ ვურჩევდი, რომ უპირველეს ყოვლისა მათი ცენტრალური ოფისის კვლევებს გაეცნონ, რომელიც შეეხება კორუფციასთან დაკავშირებულ საკითხებს, აქედან გამომდინარე, შემდეგ გამოიტანონ თავისი დასკვნები.

რაც შეეხება ანტიკორუფციულ საკითხებს, იცით, რომ ეს გახლავთ 12 პუნქტიდან ერთ-ერთი და ამაზე დაიწყო მუშაობა პარლამენტში, იქნება შესაბამისი მსჯელობა ამასთან დაკავშირებით, თუ რა შეიძლება გაუმჯობესდეს. ზოგადად ყველა სისტემას სჭირდება გაუმჯობესება და მეტი სიფხიზლე, მათ შორის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, ამიტომ ნებისმიერ რაციონალურ და გასაგებ დისკუსიაში ჩვენ შევალთ, მზად ვართ და საინტერესოც არის ჩვენთვის. ერთადერთი, რაც პირადად ჩემთვის არის უინტერესო, ეს გახლავთ დისკრედიტაცია სახელმწიფო ინსტიტუტების და ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ამ კუთხით ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტების რეპუტაციასაც გავუფრთხილდეთ. პროკურატურა გახლავთ დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანო, არის კმაყოფილი გამჭირვალობა მისი მუშაობით? არ შეიძლება ასე ზედაპირულად მსჯელობა საკითხებზე, თითქოს რაღაცა სტრუქტურა არის გადამწყვეტი ამ შემთხვევაში, ამიტომ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ სამუშაო ჯგუფში გვექნება მსჯელობა და შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა