Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

ვოლოდიმირ ზელენსკი - არ მოვისვენებთ, ვიდრე ჩვენს ბოლო სოფელს არ გავათავისუფლებთ

ნახვები: 472 ვოლოდიმირ ზელენსკი - არ მოვისვენებთ, ვიდრე ჩვენს ბოლო სოფელს არ გავათავისუფლებთ

უკრაინელები არ დანებდებიან, არ გაჩერდებიან, ვიდრე ოკუპანტებისგან უკრაინის მთელ ტერიტორიას არ გაათავისუფლებენ, - ამის შესახებ ზელენსკიმ უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეომიმართავში განაცხადა. 

„სახელმწიფო, რომელშიც დაიწყო აღმოსავლეთ ევროპის ქრისტიანობის ისტორია, როდესაც 1034 წლის წინ ის მონათლა კიევის დიდმა მთავარმა ვლადიმირმა, სახელმწიფო, რომელშიც დაიწყო უძლეველობის ისტორია, რომელიც აღაფრთოვანებს ახლა მთელ ევროპას და მსოფლიოს, ეს არის ჩვენი სახელმწიფო, ეს არის ჩვენი უკრაინა. მისი შექმნის ისტორია ათასობით წელს ითვლის, თუმცა მხოლოდ ამ წელს ჩვენ პირველად აღვნიშნავთ უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, ახლა უკრაინა იცავს საკუთარ სახელმწიფოებრიობას იარაღით ხელში, რათა მსოფლიოში ყველამ გაიგოს, რომ უკრაინა არ არის კოლონია, ანკლავი, პროტექტორატი, გუბერნია, არ არის სხვა იმპერიების ნაწილი, არ არის ავტონომია ან პროვინცია, არამედ არის თავისუფალი, თვითმყოფადი, სუვერენული, განუყოფელი და დამოუკიდებელი სახელმწიფო.

როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინის სახელმწიფო საწყისს იღებს სულ მცირე ათას ხუთასი წლის წინ და არის კიევის რუსეთის ერთადერთი კანონიერი მემკვიდრე და უკრაინის სახალხო რესპუბლიკის სამართალმემკვიდრე.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინელები მთელი თავიანთი ისტორიის განმავლობაში იბრძოდნენ სახელმწიფოსთვის. ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინელები არასდროს იღებენ ხელში იარაღს პირველები, თუმცა თუ მათ თავს ესხმიან, ბოლომდე იდგებიან.

„ჩვენ ვიყავით, ვართ და ვიქნებით, რადგან ჩვენს სახელმწიფოს ჰყავს არაჩვეულებრივი შვილები, რომლებიც მის დასაცავად დადგნენ. ჩვენთვის ტყვეობაში ცხოვრება – ცხოვრება არ არის, დამოკიდებულად ყოფნა – არ არის ყოფნა, ვინაიდან არათვითმყოფადი და არათავისუფალი უკრაინა უკრაინა არ არის. ჩვენ არ ვიცით სიტყვა „მონობა“. ის არსებობს ჩვენს ლექსიკონებში, მაგრამ არა ჩვენს გონებაში. ჩვენ უკანასკნელ პერანგს მივცემთ, მივცემთ, ყველაფერს, რაც გაგვაჩნია იმისთვის, რაც ჩვენს გულებშია. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვიბრძოლებთ ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის ბოლომდე, ბოლო ამოსუნთქვამდე, ბოლო ტყვიამდე, ბოლო ჯარისკაცამდე, ოღნდ არა ჩვენი, არამედ მტრის. ჩვენ ვიცხოვრებთ, რომ ვიბრძოლოთ და ვიბრძოლებთ, რომ ვიცხოვროთ. ჩვენ არ დავნებდებით, ვიდრე ჩვენი სახლიდან ბოლო ოკუპანტს არ გავაძევებთ. ჩვენ არ გავჩერდებით, ვიდრე ჩვენი უკრაინული მიწის ბოლო მეტრს არ გავათავისუფლებთ. ჩვენ არ მოვისვენებთ, ვიდრე ჩვენს ბოლო სოფელს არ გავათავისუფლებთ“, – ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა