თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ

აშშ-ის სენატმა ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც ენტონი ბლინკენს მოუწოდებს, ჩეჩნეთში, საქართველოში, სირიასა და უკრაინაში ქმედებების გამო, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიაროს

ნახვები: 439 აშშ-ის სენატმა ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც ენტონი ბლინკენს მოუწოდებს, ჩეჩნეთში, საქართველოში, სირიასა და უკრაინაში ქმედებების გამო, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიაროს

აშშ-ის სენატმა ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომელშიც სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს მოუწოდებს, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიაროს მისი ქმედებებისთვის ჩეჩნეთში, საქართველოში, სირიასა და უკრაინაში, რასაც შედეგად მოჰყვა უამრავი უდანაშაულო მამაკაცის, ქალისა და ბავშვის სიკვდილი. შესაბამისი დოკუმენტი სენატის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

როგორც გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსი“ წერს, ანალოგიური რეზოლუცია წარდგენილია წარმომადგენელთა პალატაში და როგორც მოსალოდნელია, მისი აქტიური მხარდამჭერია სპიკერი ნენსი პელოსი. თუმცა, ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარების უფლებამოსილება სახელმწიფო დეპარტამენტს გააჩნია.

აშშ-ის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებული ჰყავს კუბა, ჩრდილოეთ კორეა, ირანი და სირია.

„იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტ პუტინის მითითებით რუსეთის ფედერაცია ჩეჩნეთში, საქართველოში, სირიასა და უკრაინაში სამოქალაქო ცენტრების მისამართით განურჩეველი ცეცხლის გახსნას ხელმძღვანელობდა და გასცემდა განკარგულებას, რასაც შედეგად მოჰყვა უამრავი უდანაშაულო კაცის, ქალისა და ბავშვის სიკვდილი; ასევე იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა მთელ უკრაინაში უდანაშაულო მშვიდობიანი მცხოვრებლები მასობრივად სიკვდილით დასაჯეს და თავიანთი სისასტიკეების მასობრივი სამარხებით დამალვა სცადეს, სენატი განიხილავს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განკარგულებით რუსეთის მთავრობის ქმედებებს, როგორც ტერორისტული აქტების დაფინანსებას; ასევე, მოუწოდებს სახელმწიფო მდივანს, შეიყვანოს რუსეთის ფედერაცია ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოების სიაში“, – ნათქვამია რეზოლუციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა