ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says

ყველამ ვიცით, რომ არსებობს „ნაციონალურ მოძრაობის“ რეალური ბელადი და ფორმალური თავმჯდომარე-ირაკლი კობახიძე

ნახვები: 461 ყველამ ვიცით, რომ არსებობს „ნაციონალურ მოძრაობის“ რეალური ბელადი და ფორმალური თავმჯდომარე-ირაკლი კობახიძე

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას კომენტარი გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“  თავმჯდომარის ნიკა მელიას დღეს გაკეთებულ განცხადებაზე.

საუბარია განცხადებაზე, სადაც ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების ჯგუფს მიმართავს -„როდესაც მე მებრძვით, მიხეილ სააკაშვილს ებრძვით, რადგან ჩემი და ენმ-ის გამარჯვებით მარცხდება ოლიგარქი, ტყვეობიდან თავისუფლდება სააკაშვილი“.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს პარტიაში არსებული პრობლემების და განხეთქილების გარეთ გამოტანა მოუწია.

„რეალურად, ეს არის შიდაპარტიული პრობლემების და განხეთქილების გარეთ გამოტანა. მოუწია ამის გაკეთება ფორმალურ თავმჯდომარეს. ყველამ ვიცით, რომ არსებობს რეალური ლიდერი, რეალური ბელადი ამ პარტიაში და არსებობს ფორმალური თავმჯდომარე. მათ შორის, ბუნებრივია, არის ასეთი დაპირისპირება და სინამდვილეში, ამის გარეთ გამომზეურება მოხდა დღეს“, – განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, „როგორ შეაფასებდით ნიკა მელიას იმ განცხადებას, სადაც ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხუთასი ათასი ამომრჩეველი  გარდაიცვალა და ასე ახსნა არჩევნებში წარუმატებლობა“, კობახიძემ განაცხადა, რომ ამ კითხვაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება გაუჭირდება.

„ცოტა სასაცილოა, არც ვიცი, სერიოზული კომენტარი როგორ გავაკეთო ამაზე. რა თქმა უნდა, ეს ცვლილება ხდება ყოველწლიურად, ეს ჩეულებრივი ამბავია. ხდება გარდაცვალება და დაბადება და ბუნებრივია, ახალი ამომრჩევლები ემატებიან ელექტორატს. ეს ჩვეულებრივი ამბავია და პროპორციებიც არის ხოლმე დაცული. ამ კუთხით სიკვდილი არ არჩევს ერთმანეთისგან „ქართული ოცნების“, „ნაციონალური მოძრაობის“ და სხვა პარტიების მხარდამჭერებს. რა თქმა უნდა, აქ სურათი პროპორციულია და ამაზე მხოლოდ ღიმილით შეიძლება საუბარი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა