ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ვოლოდიმირ ზელენსკი - მსოფლიოში არავინ იმდენ ინვესტიციას არ დებს ტერორიზმში, როგორც რუსეთი

ნახვები: 591 ვოლოდიმირ ზელენსკი - მსოფლიოში არავინ იმდენ ინვესტიციას არ დებს ტერორიზმში, როგორც რუსეთი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვა გაავრცელა, სადაც განვლილი დღე შეაჯამა. ზელენსკის თქმით, ბოლო 24 საათში კიევში განგაშის სიგნალი ოთხჯერ ჩაირთო. უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ მსოფლიოში არავინ დებს ტერორიზმში იმხელა ინვესტიციას, რამდენსაც რუსეთი.

„დღის მხოლოდ პირველ ნახევარში, მხოლოდ კიევში განგაშის სიგნალი ოთხჯერ ჩაირთო. რუსეთის არმიამ კიევის რეგიონზე სარაკეტო იერიშები განახორციელა. გრძელდება იერიშები ნიკოლაევზე, დონბასზე. მინდა, მადლობა ვუთხრა ყველას, თითოეულ ადამიანს, ვინც ამ ტერორიზმის წინააღმდეგ იბრძვის. ასევე მინდა, მადლობა გადავუხადო ამერიკელ სენატორებს, რომლებმაც ერთხმად მიიღეს რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს სახელმწიფო დეპარტამენტს, აღიაროს რუსეთი, როგორც ტერორიზმის დამფინანსებელი სახელმწიფო. შეგიძლიათ აიღოთ ნებისმიერი დღე უკრაინაში, დღევანდელი დღე ან ნებისმიერი სხვა დღე, 24 თებერვლის შემდეგ და ნახოთ, რომ მსოფლიოში არავინ იმდენ ინვესტიციას არ დებს ტერორიზმში, როგორც რუსეთი. ამას ნამდვილად სჭირდება გლობალური სამართლებრივი პასუხი. არ არსებობს რაციონალური მიზეზი, რომ ასეთი რეაქცია არ არსებობდეს, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში“,- განაცხადა ზელენსკიმ.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა უკრაინაში ვიზიტით მყოფ ლიეტუვას პრეზიდენტს, გიტანას ნაუსედას გაწეული სამხედრო დახმარებისთვის და მხარდაჭერისთვის.

უკრაინის პრეზიდენტმა „ბალენსიაგას“ კრეატიულ დირექტორ დემნა გვასალიაზეც ისაუბრა. ზელენსკის თქმით, გახარებულია იმ ფაქტით, რომ უკრაინის აღდგენის მიმართულებით შექმნილი პლატფორმის ელჩი დემნა გვასალია გახდა.

„მან მითხრა, რომ United24 ის ელჩობა მის პირად ისტორიასთანაა დაკავშირებული, რადგან მან დევნილობის ტრავმა გადაიტანა“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, „ბალენსიაგას“ უკრაინის მხარდასაჭერად შექმნილი სვიტერების გაყიდვიდან შესული თანხა სრულად „უკრაინის აღდგენას“ მოხმარდება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა