ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

სასამართლომ ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების დაუყოვნებლივ გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო - PHR

ნახვები: 279 სასამართლომ ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების დაუყოვნებლივ გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო - PHR

PHR-ის იურისტების თქმით, სასამართლომ ნინოწმინდის პანსიონიდან ყველა ბავშვის გამოყვანაზე მათი მოთხოვნა დააკმაყოფილა, ბავშვების მიმღებ ოჯახებთან ან საოჯახო ტიპის თავშესაფრებში გადაყვანა უნდა მოხდეს.

გადაწყვეტილება მოსამართლე ივანე ღლონტმა მიიღო.

„იზრდება ალბათობა იმისა, რომ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სარჩელის უზრუნველყოფის გამოუყენებლობის შემთხვევაში შეილახოს ბაშვთა ინტერესები და მათ მიადგეს მნიშვნელოვანი ზიანი. ვიხელმძღვანელე რა მტკიცებულებებით, მათ შორის არასრულწლოვანი პირების განმარტებით, მათთვის საუკეთესო ინტერესის დაცვის უზრუვნელყოფის გათვალსიწინებით სასამართლო მივიდა იმ გადაწყვეტილებამდე, რომ დაკმაყოდფილდა ჩვენი სარჩელი" - არასამთავრობო ორგანიზაციის ,,პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" მიერ, სასამართლოში შეტანილი სარჩელი, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ბენეფიციარების სრულად გაყვანის შესახებ, სასამართლომ დააკმაყოფილა", - განაცხადა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ანა აბაშიძემ.

შეგახსენებთ, სოციალური მუშაკები დღეს, 5 ივნისს, სხალთის ეპისკოპოსს, მეუფე სპირიდონს შეხვდენენ, რის შემდეგაც ცნობილი გახდა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის აღსაზრდელები, დაწესებულებაში დარჩებოდნენ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა