რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით

ოპოზიციური მედიისთვის მნიშვნელობა არ აქვს, რამდენჯერ აღმოჩნდება შენი ანალიზი ყალბი სისულელე, რამდენს იფლიდებ, რამდენჯერ მოატყუებ მაყურებელს, საკუთარ მაყურებელს პატივს არ სცემენ-

ნახვები: 552 ოპოზიციური მედიისთვის მნიშვნელობა არ აქვს, რამდენჯერ აღმოჩნდება შენი ანალიზი ყალბი სისულელე, რამდენს იფლიდებ, რამდენჯერ მოატყუებ მაყურებელს, საკუთარ მაყურებელს პატივს არ სცემენ-

ქართულ ტელემედიას არ გააჩნია არანაირი მორალური უფლება, დემოკრატიის ხარისხზე დაიჩივლოს მაშინ, როდესაც თავად მერიტოკრატიას, დემოკრატიის აუცილებელ მდგენელს ანგრევს, – ამის შესახებ „ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

მისივე თქმით, „ოპოზიციური მედიისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რამდენჯერ აღმოჩნდება ანალიზი ყალბი სისულელე, არ სცემენ პატივს საკუთარ მაყურებელს“.

„დემოკრატია ვერ ფუნქციონირებს მერიტოკრატიის გარეშე. მერიტოკრატია ნიშნავს ადამიანების დაფასებას მათი ნამოქმედარის მიხედვით. ქართულ ტელემედიას არ გააჩნია არანაირი მორალური უფლება, დემოკრატიის ხარისხზე დაიჩივლოს მაშინ, როდესაც თავად მერიტოკრატიას, დემოკრატიის აუცილებელ მდგენელს ანგრევს – ანადგურებს.

ოპოზიციური მედიისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რამდენჯერ აღმოჩნდება შენი ანალიზი ყალბი სისულელე, რამდენს იფლიდებ, რამდენჯერ მოატყუებ მაყურებელს… ჰკიდიათ, არ სცემენ პატივს საკუთარ მაყურებელს. მთავარია პატრონთან დარასკლადებული იყო და შეუზღუდავი ეთერი ეძლევა ყველა ფლიდს და რეგვენს, რომელსაც არც საღ აზრთან, არც სიმართლესთან, არც პატიოსნებასთან, არც ინტელექტთან ახლოს არ ჩაუვლია.

ქართული მედიისთვის არც იმას აქვს მნიშვნელობა, რამდენ უხერხულ სიმართლეს იძახი, რამდენად გყოფნის გამბედაობა დინების წინააღმდეგ წახვიდე და ადამიანებს ის სიმართლე უთხრა, რომლის თქმაც თავიდან ყველას ეშინია მაგრამ წლების შემდეგ, ყველა თანხმდება…

მნიშვნელობა არ აქვს ტყუილს იძახი თუ სიმართლეს, ჭკვიანურს თუ სულელურს – თუ პატრონთან დარასკლადებული ხარ, მიდი და იგრიალე! ეს არის ამოსაძირკვი – ეს სიმახინჯეც უნდა დაინგრეს…“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა