Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

ახალი საზღვაო დოქტრინის მიხედვით, რუსეთს შეუძლია, სამხედრო ძალა წყნარ ოკეანეში გამოიყენოს

ნახვები: 563 ახალი საზღვაო დოქტრინის მიხედვით, რუსეთს შეუძლია, სამხედრო ძალა წყნარ ოკეანეში გამოიყენოს

ვლადიმირ პუტინმა რუსეთის ახალი საზღვაო დოქტრინა დაამტკიცა. 

დოკუმენტის ტექსტი ჯერ არ გამოქვეყნებულა. 

სააგენტო ინტერფაქსის ცნობით, დოქტრინაში ნათქვამია, რომ რუსეთს შეუძლია, სამხედრო ძალა წყნარ ოკეანეში თავისი ინტერესების რეალიზებისთვის გამოიყენოს მაშინ, როცა დიპლომატიური შესაძლებლობები ამოწურულია.

ინტერფაქსის თანახმად, დოკუმენტში წერია, რომ აშშ-ის კურსი, იყოს დომინანტი ოკეანეებში, არის უსაფრთხოების გამოწვევა რუსეთისთვის. 

რუსი სამთავრობო მედია ТАСС დოქტრინაზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ ნატოსთან ურთიერთობების განმსაზღვრელი ფაქტორი ალიანსის ინფრასტრუქტურის რუსეთის საზღვრებთან მიახლოების მიუღებლობა იქნება. 

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია „ურთიერთობის განვითარება ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის სახელმწიფოებთან მიმდებარე ზღვებითა და საზღვაო სივრცეებით, მათ შორის ხმელთაშუა და წითელი ზღვებით". 

რუსული პრესის მიხედვით, ახალი დოქტრინა ითვალისწინებს რუსეთის საქმიანობის გააქტიურებას სვალბარდის არქიპელაგში, ფრანც იოზეფის მიწაზე, ნოვაია ზემლიასა და ვრანგელის კუნძულზე. 

ახალი დოკუმენტით, 2015 წლის ივნისში დამტკიცებული საზღვაო დოქტრინა ბათილად არის აღიარებული. 

 

 
 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა