Russia must immediately pull troops from Zaporizhia NPP - French diplomacy
ილია დარჩიაშვილი - განსაკუთრებით ვამაყობთ ურთიერთობებით, რომელიც არსებობს საქართველოსა და აშშ-ს შორის
გია ვოლსკი - აშშ-ს ასეთი ერთგული პარტნიორი და მეგობარი, როგორიც საქართველოა, სულ მცირე რეგიონში არ ჰყავს
ილია დარჩიაშვილი - ევროპასთან ძლიერი და საიმედო კავშირების ჩამოყალიბებაში ქართულ დიასპორას ფასდაუდებელი წვლილის შეტანა შეუძლია
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის 20-წლიანი განვითარების გეგმაზე მუშაობა დაიწყო
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ხუთი პირი დააკავა
Markarova: Ukraine calls on US to sanction all Russian private banks
არჩილ თალაკვაძე გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ქვეყანაში გაგრძელდეს დემოკრატიული რეფორმები

„სააკაშვილმა ქართულ პოლიტიკას თავი დაანება“ - სად მიდის მიშა?!

08.01.2022 | 20:23

„მიხეილ სააკშვილს საქართველოს პოლიტიკა არ აინტერესებს“; „მიშა ქართული პოლიტიკით არ ინტერესდება“; „სააკაშვილი, მხოლოდ უკრაინულ არხებს უყურებს და ქართული არ აინტერესებს“; „სააკაშვილმა ქართულ პოლიტიკას თავი დაანება“, „მიშა ქართულ პოლიტიკაში საკუთარ თავს ვერ ხედავს“....

-----

შევეცდები შეძლებისდაგვარად ავხსნა ჩემი აზრით, რა ხდება რეალურად.

რატომ ავრცელებს მიხეილ სააკაშვილი ამ ტიპის გზავნილებს? თანაც დავაკვირდეთ: “აჟღერებინებს” ადვოკატებს, ედუარდს, თვითონ დუმს.

რა ხდება?

ხდება ის, რომ მიხეილ სააკაშვილი, რომლის მიზანი ამ ეტაპზე (!) საქართველოდან ევროპაში გაღწევაა, ამ გზით უქმნის “სათქმელს”, შესაბამის “საარგუმენტაციო ინფრასტრუქტურას” და მოტივაციას იმ ურთულეს ფენომენს, რასაც დასავლეთში უწოდებენ Deep state. (“სიღრმისეული სახელმწიფო”)

რა არის Deep state?

უამრავი სულელური და პათოლოგიურ/პარანოიდული თეორია არსებობს - კონსპიროლოგიური, ანტისემიტური, ანტიმასონური და სხვა ათასგვარი ავადმყოფური იდიოტიზმი.

სინამდვილეში “სიღრმისეული სახელმწიფო” არის გადაწყვეტილების მიმღები ბიუროკრატიის (decision makers) საშუალო რგოლი, განსაკუთრებით მისი “ძალისმიერი” და იუსტიციის შემადგენელი. მათ შორის სასამართლო ბიუროკრატია, სასჯელ-აღსრულების ბიუროკრატია და ა.შ.

ეს ბიუროკრატია თითქმის არ ჩანს, მაგრამ რეალურად, მიმდინარე გადაწყვეტილებებს (რაოდენ მნიშვნელოვანიც არ უნდა იყოს ეს გადაწყვეტილებები) სწორედ ისინი იღებენ, რისი ახსნაც საქართველოში ტრადიციულად ჭირს - ალბათ ჩვენი სოციუმის მენტალური თავისებურებების გათვალისწინებით.

მაგალითად: “ჰა, ჰა, ჰა, ჰა, რა სისულელეა - მიშას გაშვება შეუძლია მხოლოდ ბიძინას; ბიძინა ეტყვის ღარიბას, ღარიბა ეტყვის იუსტიციის მინისტრს, იუსტიციის მინისტრი ეტყვის სასჯელაღსრულების დეპარტამენტს, ის შუამდგომლობით შევა სასამართლოში, წინასწარ მისი ხელმძღვანელობის მიერ გაფრთხილებული მოსამართლე ფაქტად მიიღებს კონკრეტულ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას და გაუშვებს მიშას საზღვარგარეთ სამსკურნალოდ”.

აი ასე...

და ეს რომ სწამს ადამიანს, დაწყებული “რეპერული წერტილიდან: “ბიძინა დაურეკავს ღარიბას”..... მერე უკვე ვერაფრის დიდებით ვერ აუხსნი, ვერ დაარწმუნებ, რომ არ არის საქმე ასე პრიმიტიულად, რომ რთული სისტემები ასე არ მუშაობენ, არა!

სახელმწიფო და მისი შემადგენელი Deep state ურთულესი სისტემაა - decision maker-თა ურთულესი მატრიცა, ფაქიზი ქსელი, რომლის კონკრეტული რგოლი გადაწყვეტილებას იღებს მისი დისკრეციის ფარგლებში - არა აუცილებლად “ზემოდან მითითებით”, არამედ კონკრეტული სიტუაციის, კონიუნქტურის გაანალიზებით - საკუთარი პასუხისმგებლობის გათვალისწინებით - ამა თუ იმ გადაწყვეტილებისთვის.

ეს ეხება “სიღრმისეული სახელმწიფოს”, ანუ საშუალო რგოლის ბიუროკრატიის ყველა სეგმენტს, - მოსამართლეს, პროკურორს, ჯანდაცვის ექსპერტს, ვისაც” სამხარაულიდან” მიიწვევენ დასკვნის გასაკეთებლად, სასჯელ-აღსრულების დეპარტამენტის კონკრეტულ ფიგურანტს.

თქვენ წარმოიდგინეთ ასეთ ქეისებში ქართული Deep state-ის ნაწილი ხდება ასევე ის სტრასბურგის მოსამართლეც, რომელმაც უნდა მიიღოს ურგენტული (სასწრაფო) გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის ევროპაში გადაყვანის (ანუ გათავისუფლების) შესახებ.

თუ ვინმეს ჰგონია, სტრასბურგის სასამართლო პოლიტიკური კონტექსტის გარეშე იღებს გადაწყვეტილებებს, ძალიან ცდება.

ამ სასამართლოს სახელი (“ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო”) უკვე თავისთავად მეტყველებს, რომ პოლიტიკური კონტექსტი მის გადაწყვეტილებებში განმსაზღვრელია და არა მხოლოდ იურიდიული მხარე.

ზუსტად ასეთი “პოლიტიკურად კონტექსტუალური” გადაწყვეტილება მიიღო სტრასბურგმა გასული წლის ნოემბერში, როდესაც (აბა, კარგად გავიხსენოთ) საააკშვილს კატეგორიულად მოსთხოვა ჯერ შიმშილობის შეწყვეტა და მხოლოდ ამასთან ლინკში - გადაყვანა გორის კლინიკაში.

ამიტომ, ახლა მიხეილ სააკაშვილი (დავაკვირდეთ) განგებ კი არ შიმშილობს, არამედ “ვერ იღებს საკვებს”.

ეს სულ სხვაა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . .

აი, სწორედ ამ “ქსელური ბიუროკრატიისთვის”, ამჟამად ქართულ ქეისში შემოყვანილი დასავლური სეგმენტის ჩათვლით, მიხეილ სააკაშვილი დღეს ქმნის იმ კონტექსტს, იმ “საარგუმენტაციო ინფრასტრუქტურას”, როდესაც ყველა საკვანძო decision maker-ს, ვინც უნდა მიიღოს კონკრეტული გადაწყვეტილება მისი ევროპულ კლინიკაში გადაყვანის შესახებ, შეუქმნას მზა “სათქმელი” - უმაღლესი ბიუროკრატიისათვის იმ ახალ პოლიტიკურ კონტექსტში, რომ ”სააკაშვილი ხომ მიდის ქართული პოლიტიკიდან და......ის ხომ სამუდამოდ მიდის საქართველოდან და.....აქეთ აღარც გამოიხედავს და.......”

ამავე ლოგიკით, სტრასბურგის მოსამართლე, რომლისთვისაც თვალსაჩინოა, რომ მაგალითად საზღვრის კვეთის ნაწილში სახელმწიფოს უბრალოდ ვერ შეედავები ვერანაირად, აუცილებლად გაითვალსიწინებს, რას მოითხოვენ ადვოკატები: ისინი ხომ არ მოითხოვენ მის გათავისუფლებას? არა! ისინი მოითხოვენ მხოლოდ და მხოლოდ მის სამკურნალოდ გადაყვანას.....

ჯერ ერთი - ფორმალურად ეს ნიშნავს, რომ როცა გამოჯანმრთელდება, დაბრუნდება -თანაც ქართულ პოლიტიკას სამუდამოდ ტოვებს და პასუხისმგებლობის რისკიც ასე მაღალი არ არის (აი ესაა საკვანძო მომენტი-დ.გ.) არ არის კატასტროფულად სარისკო შედეგზე პასუხისმგებლობა, ისევე როგორც “სათქმელი”.

მეორეს მხრივ კი, როცა იმ მოსამართლეს ესმის “პოლიტიკიდან მიდის”. იგი აუცილებალდ იგულისხმებს - „პოლიტიკაში რომ არის (ახლა) იმიტომ ზის და არა საზღვრის უკანონო კვეთისთის“.

ასეთი იქნება მისი “აღქმა”, ხოლო “აღქმაა მთავარი და არა ფაქტი” (“იგივე: “მთავარი ინტერპრეტაციაა და არა ფაქტი) - ეს საყოველთაოდ ცნობილი ფორმულაა.

აი, ამიტომ აკეთებს მიშა ამ განცხადებებს და არა იმიტომ, რომ აღარ დაბრუნდება ქართულ პოლიტიკაში, თუკი ოდესმე ამის საშუალება მიეცა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ღიმილისმომგვერლი კი არ არის, ჰომერულ ხარხარს იწვევს შეხედულება, თითქოს ეს განცხადებები მიშას რაიმე თვალსაზრისით მომავალში ხელს შეუშლის საქართველოში პოლიტიკოსად დაბრუნდეს, თუკი ამის გარემო/პირობები იარსებებს.

ვინც ასე ფიქრობს, უბრალოდ არ იცის რას ნიშნავს მასის ფსიქოლოგია და რას ნიშნავს “სოციალური მეხსიერების” ცნება.

ეს საკითხი სოციოფსიქოლოგიაში კარგად შესწავლილია. სოციალური მეხსიერება რეალურად, მასობრივად (ანუ არსებითი ელექტორატის დონეზე) ძალიან ხანმოკლეა!

მით უმეტეს, როცა ეს ყოველივე ჩანს და“გამოიყურება” (!) როგორც ძალდატანებითი და არა გულწრფელი.

მაგალითი გნებავთ? ინებეთ: განა ზვიად გამსახურდიას ე.წ. “მონანიებამ” ხელი შეუშალა მას გამხდარიყო საქართველოს პრეზიდენტი? არა!

ბევრი კიცხავდა მაშინაც, შემდგომშიც, მაგრამ არსებითი ელექტორატის დონეზე ეს რაიმე ხელისშემშლელ ფაქტორად იქცა? არა!

ზუსტად ასევე, დღეს მიშა რომ გამოვიდეს და სულ დედა აგინოს ყველას, ყველაფერს, “სოციალური მეხსიერებისთვის” და მისი მომავალი პოლიტიკოსობისთვის საქართველოში ამას არანაირი მნიშვნელობა არ ექნება.

მიშამ ეს იცის.

ბრწყინვალედ იცის.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

რეზიუმე:

1) მიშა ქართული პოლიტიკიდან არსად არ მიდის. არც წავა.

2) ყველა შესაბამისი განცხადება და მესიჯი ჟღერდება “deep state”-ში, მათ შორის კონკრეტულ გადაწყვეტილების მიღებაში ჩართულ უცხოელ, სტრასბურგელ, ამერიკელ, ევროპელ decision maker-თათვის იმგვარი კონტექსტის შესაქმნელად, რომ მათ გაუადვილდეთ სხვა შემთხვევაში სარისკო და საპასუხისმგებლო გადაწყვეტილების მიღება - მიშას გათავისუფლების შესახებ.

3) “ვინ დაიჯერებს და ვინ არ დაიჯერებს” მისი ქართული პოლიტიკიდან წასვლას, ვინ ირწმუნებს ამ განცხადებებს და ვინ არ ირწმუნებს, ეს მეორეხარისხოვანი საკითხია.

მთავარია კონკრეტული კონტექსტი და “სათქმელი”, “არგუმენტი”, რომლითაც “სიღრმისეული სახელმწიფოს” ქსელი ურთიერთქმედებს ერთმანეთთან და უმაღლეს ბიუროკრატიასთან.

4) განცხადებით ქართული პოლიტიკიდან წასვლის შესახებ, მიშა აძლიერებს და შესაბამის “ჩარჩოს” უქმნის იმ “სათქმელს”, იმ არგუმენტაციას, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას უკავშირდება.

ეს უმნიშვნელოვანესი “ინგრედიენტია”

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

არ ვამბობ, რომ საკითხი გადაწყვეტილია და მიზანი უკვე მიღწეულია. არა!

მაგრამ შესაბამისი “მატრიცა”/კონტექსტი რომ იქმნება ამ სტარტეგიით, ეს ცხადია.

გამოვა-არგამოვა ამით რამე, ვნახავთ ყველანი.

დაახლოებით სექტემბრის შუა რიცხვებში, თუ მანამდე ყველა ქართულმა სასამართლო ინსტანციამ უარყო და საქმე სტრასბურგამდე მივა.

რაც მთავარია, მიშა ქართული პოლიტიკიდან არსად არ წავა - არ დაიჯეროთ!

მისი პოლიტიკური (ეროვნულს არ ვგულისხმობ) იდენტობა საქართველოა და არა უკრაინა. უკრაინა მხოლოდ  ამ ეტაპზე იმდენად, რამდენადაც საქართველოს პლატფორმა არ არის მზად.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

„ეს არის და ეს“ - როგორც ჩვენი ქვეყნის მესამე პრეზიდენტს უყვარდა ხოლმე თქმა.

მიშას ყველაფერი შეიძლება დააბრალო, უტვინობის გარდა.

მიშა “ჭკვიანი გიჟია”!

“ასეთი არ არსებობსო?”

რას ბრძანებთ?!

გადახედეთ მსოფლიოს ისტორიას.

ავტორი: დათო გამცემლიძე - ჟურნალისტი, ისტორიკოსი

ნეიშენ ჯორჯია