თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინას ვერ ექნება ილუზიები, რომ რუსეთი თავს შეიკავებს უკრაინული ექსპორტის ჩაშლის მცდელობებისგან

ნახვები: 423 ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინას ვერ ექნება ილუზიები, რომ რუსეთი თავს შეიკავებს უკრაინული ექსპორტის ჩაშლის მცდელობებისგან

უკრაინას ვერ ექნება ილუზიები, რომ რუსეთი თავს შეიკავებს უკრაინული ექსპორტის ჩაშლის მცდელობებისგან, – ამის შესახებ ყოველდღიურ მიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ამასთან, მან ოდესის პორტის ამუშავებას და იქიდან მარცვლეულით დატვირთული პირველი გემის გასვლას დადებითი სიგნალი უწოდა. მისი თქმით, ამჟამად პორტიდან გასვლას 16 გემი ელოდება.

„პირველი ხომალდი 26 ათასი ტონა სიმინდით გავიდა ოდესის პორტიდან. ამ მომენტისთვის არ არის დრო, გავაკეთოთ რამე დასკვნები და პროგნოზები. თუმცა პორტი ამუშავდა, საექსპორტო მოძრაობა დაიწყო და ამას შეიძლება, ვუწოდოთ პირველი დადებითი სიგნალი იმისა, რომ არსებობს მსოფლიოში სასურსათო კრიზისის შეჩერების შანსი. ახლა ყველაფერი დამოკიდებულია ინიციატივის პარამეტრების შესრულებაზე, ეს კი პარტნიორების პასუხისმგებლობაა, უპირველეს ყოვლისა გაერო-სა და თურქეთის. ჩვენ ვერ გვექნება ილუზიები, რომ რუსეთი თავს შეიკავებს უკრაინული ექსპორტის ჩაშლის მცდელობებისგან. რუსეთი თანმიმდევრულად ახდენდა უკრაინული სურსათის ტრადიციულ იმპორტიორ აფრიკულ და აზიურ ქვეყნებში შიმშილის პროვოცირებას. ახლა კი, ევროპაში მიმდინარე წელს განსაკუთრებული სიცხის პირობებში, ფასების კრიზისის და გარკვეული სასურსათო დეფიციტის საფრთხე არსებობს ევროპის ქვეყნების ნაწილისთვისაც. ასე რომ, ვნახოთ, როგორ იმუშავებს შეთანხმებები და იქნება თუ არა ნამდვილად უსაფრთხოება. გამგზავრების რიგს უკვე ელოდება 16 ხომალდი და ჩვენ მზად ვართ, შესაბამისი წვლილი შევიტანოთ სურსათის მსოფლიო ბაზრის სტაბილიზაციაში“, – განაცხადა ზელენსკი

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა