თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ტაქტიკა არაფერ შუაშია, რატომ უნდა გვიკვირდეს სააკაშვილის ადვოკატების, როდესაც ყველაფერს აკეთებენ, რათა მოხერხდეს საზღვარგარეთ სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა-ნიკა მელია

ნახვები: 499 ტაქტიკა არაფერ შუაშია, რატომ უნდა გვიკვირდეს სააკაშვილის ადვოკატების, როდესაც ყველაფერს აკეთებენ, რათა მოხერხდეს საზღვარგარეთ სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა-ნიკა მელია

ტაქტიკა არაფერ შუაში არ არის და რატომ უნდა გვიკვირდეს თუნდაც მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების, როდესაც ისინი ყველაფერს აკეთებენ, რათა მოხერხდეს სააკაშვილის საზღვარგარეთ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ სააკაშვილის ადვოკატების განცხადებების კომენტირებისას.

„ვინაიდან მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის კრიტიკულად მძიმე; არც ის უნდა იყოს გასაკვირი, რომ ადამიანი, რომელიც ამ ჯანმრთელობის მდგომარეობის ქვეშ არის, არ ფიქრობდეს და ვერ ფიქრობდეს პოლიტიკაზე; ეს არ არის გასაკვირი. გასაკვირი ის უფრო არის, თუ ჩვენ გვიკვირს, რატომ შეიძლება მის ადვოკატებს, მას პირადად სურდეთ საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადარჩენა; ამიტომ, თავიდან ბოლომდე მივესალმები, ბუნებრივია, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადარჩენას, რისთვისაც ყველაფერი კეთდება მისი ადვოკატების მხრიდან. სხვა საკითხია, ეს ვერაგი ხელისუფლება, რომელმაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ კონდიციამდე მიიყვანა, არის მზად, რომ გამოიჩინოს ჰუმანურობა?“ – განაცხადა ნიკა მელიამ.

მელიას თქმით, როდესაც ადამიანის ჯანმრთელობა კრიტიკასაც კი ვერ უძლებს, ასეთ დროს ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ის გამოჯანმრთელდეს.

„საქართველოში მიხეილ სააკაშვილის გამოჯანმრთელება, სამწუხაროდ, რამდენიმე დასკვნის თანახმადაც, არის შეუძლებელი. ადამიანი ჯერ უნდა გამოჯანმრთელდეს და ამის შემდეგ უბრუნდება საკუთარ პროფესიას, იქნება ეს პოლიტიკოსი, ჟურნალისტი, ფერმწერი, მხატვარი თუ სხვა“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა