ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ვოლოდიმირ ზელენსკიმ მთავრობას „ერთსქესიანთა ქორწინების“ შესახებ პეტიციის განხილვა დაავალა

ნახვები: 429 ვოლოდიმირ ზელენსკიმ მთავრობას „ერთსქესიანთა ქორწინების“ შესახებ პეტიციის განხილვა დაავალა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზაციის“ შესახებ პეტიციას უპასუხა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალს დაავალა, რომ მთავრობამ პეტიციის მოთხოვნები განიხილოს.

პრეზიდენტის თქმით, თანამედროვე მსოფლიოში საზოგადოების დემოკრატიულობის დონეს მათ შორის ის ფაქტიც განსაზღვრავს, რამდენადაა მთავრობის პოლიტიკა მიმართული, უზრუნველყოს ყველა მოქალაქისთვის თანაბარი უფლებები.

როგორც პრეზიდენტის პასუხშია აღნიშნული, უკრაინის კონსტიტუციის მიხედვით, ქორწინება დაფუძნებულია მამაკაცისა და ქალის თანხმობაზე, საომარი მდგომარეობის დროს კი, კონსტიტუციის ცვლილება არ ხდება.

„ამასთანავე, მთავრობა მუშაობდა უკრაინაში სამოქალაქო პარტნიორობის ლეგალიზების ვარიანტებზე. კონსტიტუციის 116-ე მუხლის შესაბამისად, უკრაინის მთავრობა დგამს ნაბიჯებს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველყოფის კუთხით“, – აღნიშნულია ვოლოდიმირ ზელენსკის პასუხში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა