გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?

როგორც ვიცი, მხოლოდ ზოგადი საუბარია „ოცნებიდან“ წასულების მიერ პარტიის შექმნაზე-ირაკლი კობახიძე

ნახვები: 570 როგორც ვიცი, მხოლოდ ზოგადი საუბარია „ოცნებიდან“ წასულების მიერ პარტიის შექმნაზე-ირაკლი კობახიძე

როგორც ვიცი, მხოლოდ ზოგადი საუბარია პარტიაზე, არანაირი კონკრეტული ანონსი არ ყოფილა, აქედან გამომდინარე, ნაადრევია, თუ როგორ გამოვა ესა თუ ის სუბიექტი საპარლამენტო არჩევნებზე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ჯერ ნაადრევია საუბარი, შექმნის თუ არა პარტიას „ქართული ოცნებიდან“ წასული ოთხი დეუტატი.

„ჩვენ თავის დროზე გავაკეთეთ შეფასება ზოგადად ამ თემაზე და ვთქვით, რომ ერთადერთი განსხვავება პოზიციებს შორის არის, რომ ისინი თვლიან, მეტი დოზით უნდა ითქვას სიმართლე საზოგადოების წინაშე, ჩვენ ვთქვით, რომ ამის საშუალება იმ სტატუსიდან გამომდინარე გვაქვს, რაც გვაკისრია. ეს იყო აზრთა სხვადასხვაობის საფუძველი. რაც შეეხება საზოგადოებრივ მოძრაობას, ეს არის მათი გადაწყვეტილება, ვნახოთ, როგორ გაგრძელდება ეს მოვლენები. როგორც ვიცი, მხოლოდ ზოგადი საუბარია პარტიაზე, არანაირი კონკრეტული ანონსი არ ყოფილა, აქედან გამომდინარე, ნაადრევია საუბარი, თუ როგორ გამოვა ესა თუ ის სუბიექტი საპარლამენტო არჩევნებზე“, – განაცხადა კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა