ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

მამუკა მდინარაძე კელი დეგნანზე - ჩვენ თუ სახელმწიფო ვართ, კითხვების დასმა და მასზე პასუხის მოთხოვნა, თავდასხმად არ უნდა განიხილებოდეს

ნახვები: 463 მამუკა მდინარაძე კელი დეგნანზე - ჩვენ თუ სახელმწიფო ვართ, კითხვების დასმა და მასზე პასუხის მოთხოვნა, თავდასხმად არ უნდა განიხილებოდეს

ჩვენ, არც ადრე და არც ახლა, კითხვებს არ ვსვამდით და არც ვსვამთ, მაგრამ რადგან მის მიმართ კითხვები დაისვა, ჩვენი გულწრფელი რჩევა იყო, რომ ამ კითხვებზე პასუხები გაცემულიყო, რომ შემდეგ ცუდი გაგრძელებები არ მოჰყოლოდა. თუმცა, ასეთი მკაფიო პასუხები ვერ გავიგეთ“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, კითხვების დასმა და მასზე პასუხების მოთხოვნა თავმოყვარე სახელმწიფოში თავდასხმად არ უნდა განიხილებოდეს.

მისი თქმით, არ აქვს მნიშვნელობა ვისი მისამართით ისმევა შეკითხვა.

„ჩვენ თუ სახელმწიფო ვართ და თქვენც თუ ამაში მიერთდებით, რომ ვართ სახელმწიფო, კითხვების დასმა და მასზე პასუხის მოთხოვნა, თუ რჩევა, თავმოყვარე სახელმწიფოში თავდასხმად არ უნდა განიხილებოდეს და თავმოყვარე პოლიტიკოსებმა ეს არ უნდა ილაპარაკონ. დღეს, საქართველოში არიან, სამწუხაროდ, პოლიტიკოსები, რომლებიც ამბობენ, რომ ეს არის თავდასხმა. ქვეყნის გარეთ, ვიღაცამ რომ შეაფასოს, ეს გასაგებია, მან შეიძლება, სუბიექტურად დაიცვას თავისი მეგობარი, ეს აბსოლუტურად გასაგებია. მაგრამ ქართველი, როდესაც კითხვის დასმას, რადგან ამერიკის ელჩია, უწოდებს თავდასხმას, ეს თავმოყვარე სახელმწიფოს წარმომადგენელმა, ოპოზიციის კი არა, ვინც არ უნდა იყო, არ უნდა თქვა. დიახ, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, მეგობარი ქვეყნის, რომელსაც დიდი დამსახურება აქვს ამ ქვეყნის წინაშე მის მიმართ კითხვის დასმას, თავდასხმა დაარქვა, ეს თავმოყვარე სახელმწიფოში არც ოპოზიციონერმა და არც ხელისუფლების წარმომადგენელმა ასე არ უნდა იკადროს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა