ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

სომხეთის საგარეო უწყება აზერბაიჯანს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვისკენ მოუწოდებს

ნახვები: 553 სომხეთის საგარეო უწყება აზერბაიჯანს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვისკენ მოუწოდებს

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მთიან ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აზერბაიჯანს 9 ნოემბრის შეთანხმების შესაბამისად, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვისკენ მოუწოდებს და აგრესიულ ქმედებებში სდებს ბრალს, რასაც მათი ინფორმაციით, მსხვერპლი მოჰყვა.

„მიუღებლად მიგვაჩნია აზერბაიჯანული მხარის განცხადებები, რომლითაც ცდილობენ, ცალმხრივად შეცვალონ ლაჩინის დერეფნის სამართლებრივი რეჟიმი, რომელიც განსაზღვრულია სამმხრივი განცხადების მეექვსე პუნქტით და ვადასტურებთ, რომ ლაჩინის დერეფანში გამავალი მარშრუტი შეიძლება, შეიცვალოს მხოლოდ დებულების შესაბამისად, განცხადების ხელმომწერთა მიერ დამტკიცებული გეგმით.

როგორც 9 ნოემბრის განცხადებაში ნათლად არის ნათქვამი, მხარეთა შეთანხმებით, (რუსეთის ფედერაცია, სომხეთის რესპუბლიკა და აზერბაიჯანის რესპუბლიკა) მომდევნო სამი წლის განმავლობაში განისაზღვრება ახალი სატრანსპორტო მარშრუტის მშენებლობის გეგმა, ლაჩინის დერეფნის, რომელიც უზრუნველყოფს კავშირს მთიან ყარაბაღსა და სომხეთს შორის.

ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ ჯერ კიდევ არ არის სამმხრივ ფორმატში დამტკიცებული გეგმა და მოვუწოდებთ ყველა მხარეს, შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები, დაუყოვნებლივ გაწიონ ძალისხმევა 9 ნოემბრის განცხადებაში დამტკიცებული პირობების შესასრულებლად, მათ შორის, დაიცვან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, რეგიონული კომუნიკაციების გახსნა, სამხედრო ტყვეების, მძევლების და სხვა დაკავებულების დაბრუნება“, – ნათქვამია განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა