ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says

არ ვარ მომხრე, ტურისტები ეთნიკური ნიშნით გავარჩიოთ, მაგრამ მესმის მოქალაქეების, რომლებიც ხედავენ ამხელა რაოდენობის რუსებს-ლევან იოსელიანი

ნახვები: 550 არ ვარ მომხრე, ტურისტები ეთნიკური ნიშნით გავარჩიოთ, მაგრამ მესმის მოქალაქეების, რომლებიც ხედავენ ამხელა რაოდენობის რუსებს-ლევან იოსელიანი

არ ვარ მომხრე, რომ ტურისტები ეთნიკური ნიშნით გავარჩიოთ, მაგრამ კარგად მესმის მოქალაქეების, რომლებიც ქუჩაში დადიან და ხედავენ რუსეთის ამხელა რაოდენობის მოქალაქეებს, ეს რაღაც შიშებს იწვევს, რასაც ადეკვატური პასუხი სჭირდება, რომელიც მთავრობამ უნდა გასცეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.

როგორც ლევან იოსელიანმა აღნიშნა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უნდა აკეთებდეს განმარტებას და ჩვენს მოქალაქეებს ზუსტ ინფორმაციას აწვდიდეს, რა რაოდენობის რუსი ტურისტია შემოსული.

„არ მგონია, რომ ეს ომში ჩათრევის კამპანიას ემსახურებოდეს. ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უნდა აკეთებდეს განმარტებას და ჩვენს მოქალაქეებს ზუსტ ინფორმაციას აწვდიდეს, რა რაოდენობის რუსი ტურისტია შემოსული და არსებობს თუ არა რაიმე საფრთხე ამ რაოდენობის საქართველოში ყოფნისგან. არ ვარ მომხრე, რომ ტურისტები ეთნიკური ნიშნით გავარჩიოთ, მაგრამ კარგად მესმის მოქალაქეების, რომლებიც ქუჩაში დადიან და ხედავენ რუსეთის ამხელა რაოდენობის მოქალაქეებს, ეს რაღაც შიშებს იწვევს, რასაც ადეკვატური პასუხი სჭირდება, რომელიც მთავრობამ უნდა გასცეს“, – განაცხადა იოსელიანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა