ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

წინ უბრალოდ პოლიტიკურად ცხელი კი არა, საეტაპო შემოდგომა გველის-ნიკა მელია

ნახვები: 471 წინ უბრალოდ პოლიტიკურად ცხელი კი არა, საეტაპო შემოდგომა გველის-ნიკა მელია

„ქართული ოცნების“ სტანდარტით – ეროვნული ღირსების დაცვა, ქსენოფობია და გოიმობაა, აი, ოკუპანტის ფეხქვეშ გაგება კი – კარგი ტონი. დრო ძალიან ცოტა გვაქვს, ამათ ხელში, 20% კი არა, ისე აღმოვჩნდებით მთლიანად ოკუპირებულნი, ოკუპაციის თარიღიც არ გვეცოდინება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.

„ქართულ საზოგადოებას ქსენოფობიაში ადანაშაულებს საქართველოსავე ხელისუფლება!

თურმე, ერთ რომელიღაც პროვოკატორის ეროვნებას რა მნიშვნელობა აქვს, პროვოკაციას არ უნდა ავყვეთ, თორემ ეს ამბავი ცუდად დამთავრდება და ომამდე მიგვიყვანსო. იმ ერთმა რომ ჩვენამდე თავისიანები – ხუთი ათასი რუსი აიყოლია და ქართული ბარი გადათელეს გუგლში, ეგ არაფერი?

ე.ი. ინტერნეტშიც აღარ უნდა გავცეთ თურმე პასუხი ოკუპანტს, თორემ შემოგვესევა! ესენი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ქვეყანას მტრის ხატითა და გუდიანი კაცით დაშინების პრინციპით მართავენ.

10 წელი ჩვენით აშინებდენ ხალხს – ნაციონალების ხელისუფლებაში დაბრუნებით. ეს ნარატივი რომ შემოაცვდათ, ახლა ომით აშინებენ საზოგადოებას.

„ქართული ოცნების“ სტანდარტით – ეროვნული ღირსების დაცვა, ქსენოფობია და გოიმობაა, აი, ოკუპანტის ფეხქვეშ გაგება კი – კარგი ტონი.

დრო ძალიან ცოტა გვაქვს, ამათ ხელში, 20% კი არა, ისე აღმოვჩნდებით მთლიანად ოკუპირებულნი, ოკუპაციის თარიღიც არ გვეცოდინება!

ვინ სადაც არ უნდა ვიყოთ ახლა, ზღვაზე თუ მთაში, ქალაქში თუ აგარაკზე, კარგად უნდა დავფიქრდეთ და საბოლოოდ გავიაზროთ – წინ უბრალოდ პოლიტიკურად ცხელი შემოდგომა კი არა, საეტაპო შემოდგომა გველის!

ამ შემოდგომით გადაწყდება, გაზაფხული საქართველოში მოვა, თუ ტფილისის გუბერნიაში“, – წერს ნიკა მელია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა