ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ევროპარლამენტარები - ვადასტურებთ ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ვგმობთ რუსეთის მიერ განგრძობით უკანონო ოკუპაციას

ნახვები: 388 ევროპარლამენტარები - ვადასტურებთ ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ვგმობთ რუსეთის მიერ განგრძობით უკანონო ოკუპაციას

ევროპარლამენტის საქართველოს საკონტაქტო ჯგუფის წევრები, კანონმდებლები პეტრას აუსტრევიჩუსი, მიხაელ გალერი, მარინა კალიურანდი, ანდრიუს კუბილიუსი, სვენ მიქსერი და ვიოლა ფონ კრამონი, აგვისტოს ომის 14 წლისთავთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

როგორც ევროპარლამენტარების განცხადებაშია აღნიშნული, „ამ ომის შედეგები ახლა აშკარად იგრძნობა მთელ ევროპაში“.

„14 წლის წინ, დღეს, 2008 წლის 7 აგვისტოს, საერთაშორისო სამართლის უხეშად დარღვევით, რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ აგრესიული ომი წამოიწყო. ამ ომის შედეგები ახლა აშკარად იგრძნობა მთელ ევროპაში. რუსეთის აგრესიამ, რომელიც ძირითადად დაუსჯელი დარჩა, გამოიწვია ყირიმის ანექსია 2014 წელს და სრულმასშტაბიანი უკანონო, გაუმართლებელი და არაპროვიცირებული აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ 2022 წელს. ამ დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ვგმობთ რუსეთის მიერ განგრძობით უკანონო ოკუპაციას, ე.წ. ბორდერიზაციას, მცოცავ ოკუპაციას, ე.წ. პასპორტიზაციას, ისევე როგორც ყველა სხვა ნაბიჯს საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ანექსიას.

ამ კუთხით, ჩვენ მივესალმებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც ადგენს რუსეთის ბრალეულობას ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევებზე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში და მოვუწოდებთ რუსეთის მთავრობას, შეასრულოს თავისი ვალდებულება, რომელიც ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით აიღო და გაიყვანოს მისი სამხედრო და უსაფრთხოების ძალები საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიებიდან“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა