თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

გია ცაგარეიშვილი - ზონდერ მელიასგან და ავაზაკი ადამიანისგან ვერავითარ შეგონებას ვერ მოვისმენ, მისი სიტყვა სარწმუნო ვერ იქნება, ეს კენჭიც პოდოლიაკის ბოსტანიდან არის ალბათ გადმოგდებული

ნახვები: 602 გია ცაგარეიშვილი - ზონდერ მელიასგან და ავაზაკი ადამიანისგან ვერავითარ შეგონებას ვერ მოვისმენ, მისი სიტყვა სარწმუნო ვერ იქნება, ეს კენჭიც პოდოლიაკის ბოსტანიდან არის ალბათ გადმოგდებული

მგონი, უზნეობაა ეს ყველაფერი, მით უმეტეს უზნეობაა, როცა ამას მტკიცებულებების გარეშე გეუბნებიან და უზნეობაა, როცა ამას ვინმე მელია გეუბნება, ორჯერ ნასამართლევი, კრიმინალი, ადეიშვილის ხელის ბიჭი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა ნიკა მელიას განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, ნიკა მელიას არც ერთი სიტყვა სარწმუნო არ არის.

„ეს კენჭიც პოდოლიაკის ბოსტანიდან არის ალბათ გადმოგდებული, ერთმანეთში გაარკვიონ მელიებმა, ხოშტარიებმაპოდოლიაკებმაქამხაძეებმა და არ ვიცი, კიდევ ვინ არის იქ, რიგში ვინ დგას იმ საქმეში, რომ როგორმე გააშავოს ეს ქვეყანა, სახელი გაუტეხოს საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს, ჩვენი სამხედრო ძალების შეუვალი ავტორიტეტი დასცეს, მით უმეტეს იმ დღეებში, როცა ჩვენ ცხინვალის ომში დაღუპული გმირების სახელებს ვიხსენებთ. მგონი, უზნეობაა ეს ყველაფერი, მით უმეტეს უზნეობაა, როცა ამას მტკიცებულებების გარეშე გეუბნებიან და უზნეობაა, როცა ამას ვინმე მელია გეუბნება, ორჯერ ნასამართლევი, კრიმინალი, ადეიშვილის ხელის ბიჭი. ეს არის დიდი უზნეობა და ცინიზმის მწვერვალი. ზონდერ მელიასგან და ავაზაკი ადამიანისგან ვერავითარ შეგონებას ვერ მოვისმენ და ვერცერთი მისი სიტყვა სარწმუნო ვერ იქნება, ეს არის გამორიცხული. მისი სიტყვა შეიძლება, სარწმუნო იყოს ვინმე ხაბეიშვილისთვის, წიკლაურისთვის ან ვინმე სხვისთვის, ჩემთვის როგორ იქნება ავაზაკი, კრიმინალი მელიას სიტყვა სარწმუნო, რომ ვიღაც სადღაც რაიმე ინფორმაციას გადასცემს. ამგვარი სისულელეების დიდი ხანია არ მჯერა, მით უმეტეს, როცა ქალბატონი ხოშტარია ამბობს ამას, რომელიც დღესაც იღებს მსუყე-მსუყე დაფინანსებას რუბლებში მაშინ, როცა ეტყობა მოსკოვის ავანსცენებზე ჩაიკოვსკის გედების ტბა დაიდგმება ხოლმე, იქიდან რომ გადმოურიცხავენ ფულს, მერე მოდის იშტაზე ქალბატონი ხოშტარია და ქადაგებს საქართველოს თავისუფლებაზე, გმირ ბიჭებზე, დაღუპულებზე, მელიასთან უნისონში და ავრცელებენ ამ სიბინძურეს. თუ იცის მელიამ რამდენი კასტილიანი კაცი ჰყავს პარტიაში, ჰკითხეთ რამდენი კასტილიანი გყავს პარტიაში-თქოცოცხიანებზე აღარაფერს ვამბობ, ამაზე გაგვცეს პასუხი და მერე მიიღებს სიბინძურეზე პასუხს“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა