თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

მიხაილ პოდოლიაკი - ყირიმის ნახევარკუნძულის მომავალია, იყოს შავი ზღვის მარგალიტი, ის არ უნდა იყოს სამხედრო ბაზა ტერორისტებისთვის, ყველაფერი ახლა იწყება

ნახვები: 521 მიხაილ პოდოლიაკი - ყირიმის ნახევარკუნძულის მომავალია, იყოს შავი ზღვის მარგალიტი, ის არ უნდა იყოს სამხედრო ბაზა ტერორისტებისთვის, ყველაფერი ახლა იწყება

ყველაფერი ახლა იწყება, – ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი ყირიმში, საკის რაიონში მომხდარ აფეთქებას.

„რუსეთის ფედერაციის დემილიტარიზაცია – გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის განუყოფელი ნაწილია. ყირიმის ნახევარკუნძულის მომავალია, იყოს შავი ზღვის მარგალიტი, ეროვნული პარკი უნიკალური ბუნებით და მსოფლიო კურორტი. ის არ უნდა იყოს სამხედრო ბაზა ტერორისტებისთვის. ყველაფერი ჯერ ახლა იწყება“, – აცხადებს მიხაილ პოდოლიაკი.

ამ განცხადებამდე მიხაილო პოდოლიაკმა ტელეკომპანია „დოჟდთან“ ინტერვიუში აღნიშნა, რომ უკრაინას არაფერი აქვს საერთო მომხდარ აფეთქებასთან.

ყირიმში, საკის რაიონში აფეთქება რამდენიმე საათის წინ მოხდა. რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, აფეთქება ნოვოფედოროვკას აეროდრომთან განთავსებულ საბრძოლო მასალების საწყობში მოხდა. ბოლო ინფორმაციით, მომხდარის შედეგად დაღუპულია ერთი და დაშავებულია ხუთი ადამიანი. რუსეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, მოხდა საავიაციო საბრძოლო მასალის დეტონაცია, თუმცა აფეთქებები საბრძოლო ცეცხლის ზემოქმედების შედეგად არ მომხდარა და აფეთქების მიზეზებს გამოძიება დაადგენს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა