Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

ჯუანშერ ბურჭულაძე - არაერთხელ ვცადეთ, პირადი ურთიერთობები უფრო მეტად დაგვეთბო უკრაინელ ძმებთან

ნახვები: 535 ჯუანშერ ბურჭულაძე - არაერთხელ ვცადეთ, პირადი ურთიერთობები უფრო მეტად დაგვეთბო უკრაინელ ძმებთან

ნარატივი რაც დღეს ჩვენს მიმართ მიმდინარეობს, ვფიქრობ, არ არის სწორი, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველის მიხაილ პოდოლიაკის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

ჯუანშერ ბურჭულაძემ კომენტარი გააკეთა მიხაილ პოდოლიაკის განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა, რომ საქართველოში თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეცვალონ, თუ გარკვეული მიზეზების გამო, ეს არ შეუძლიათ, მაშინ საჯარო გამოსვლები, რომელიც უკრაინას ეხება, შეამცირონ, ეს მათი რეპუტაციისთვის კარგი იქნება.

როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, იყო არაერთი მცდელობა, რომ უკრაინელ ძმებთან ურთიერთობების დათბობა მომხდარიყო.

„ჩვენ არაერთხელ ვცადეთ, რომ პირადი ურთიერთობები უფრო მეტად დაგვეთბო ჩვენს უკრაინელ ძმებთან, ეს ნარატივი, რაც დღეს ჩვენ მიმართ მიმდინარეობს, ვფიქრობ, არ არის სწორი“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა