ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ევროკომისიის პრესსპიკერი - რუსებისთვის ვიზების გაცემის საკითხი წევრი ქვეყნების კომპეტენციაშია

ნახვები: 620 ევროკომისიის პრესსპიკერი - რუსებისთვის ვიზების გაცემის საკითხი წევრი ქვეყნების კომპეტენციაშია

რუსებისთვის ვიზების გაცემის საკითხი წევრი ქვეყნების კომპეტენციაშია და თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში მათ შეუძლიათ, უარი თქვან ვიზაზე საკუთარი უსაფრთხოების გამო, – ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა, ანიტა ჰიპერმა განაცხადა.

ევროკომისიის წარმომადგენლის თქმით, რუსეთის უკანონო, გაუმართლებელი აგრესიის გამო უკრაინის წინააღმდეგ, უპირველეს ყოვლისა, უკრაინა, მაგრამ ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყნები უპრეცედენტო გამოწვევების წინაშე დადგნენ.

„გასათვალისწინებელია კიდევ ერთი ელემენტი. ეს არის ის ფაქტი, რომ რუსეთიდან ბევრი საკონსულოს თანამშრომელი გააძევეს, რაც კიდევ უფრო ართულებს რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო განაცხადების განხილვის პროცესს“, – თქვა ანიტა ჰიპერმა.

​ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის დონეზე მიმდინარეობს დისკუსიები წევრ ქვეყნებთან კოორდინაციის უზრუნველსაყოფად.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა