თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ყაზახეთი ნავთობის გაყიდვას, რუსეთის გვერდის ავლით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-სუფსის ნავთობსადენების გამოყენებით დაიწყებს

ნახვები: 619 ყაზახეთი ნავთობის გაყიდვას, რუსეთის გვერდის ავლით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-სუფსის ნავთობსადენების გამოყენებით დაიწყებს

ყაზახეთი ნავთობის გაყიდვას, რუსეთის გვერდის ავლით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-სუფსის ნავთობსადენების გამოყენებით დაიწყებს.

ამის შესახებ აღნიშნულია „როიტერის“ ინფორმაციაში.

საბოლოო კონტრაქტის გაფორმება აგვისტოს ბოლოს იგეგმება და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენის დატვირთვა ერთი თვის შემდეგ დაიწყება.

ყაზახეთის სახელმწიფო ნავთობის კომპანია „ყაზმუნაიგაზი“ აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია „სოკართან“ მოლაპარაკებებს აწარმოებს, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით წლიურად 1.5 მილიონი ტონა ნავთობი გავიდეს. წელიწადში კიდევ 3.5 მილიონი ტონა ყაზახური ნედლი ნავთობის ტრანზიტი შეიძლება დაიწყოს 2023 წელს აზერბაიჯანული მილსადენით საქართველოს შავი ზღვის სუფსის პორტამდე.

ყაზახეთის ნავთობის ექსპორტი შეადგენს მსოფლიო მომარაგების ერთ პროცენტზე მეტს, ანუ დაახლოებით 1.4 მილიონ ბარელს დღეში. 20 წლის განმავლობაში ნავთობი მილსადენით იგზავნებოდა რუსეთის შავი ზღვის პორტ ნოვოროსიისკში, რომელიც უზრუნველყოფს გლობალურ ბაზარზე წვდომას. ივლისში რუსეთის სასამართლო „კასპიის მილსადენის კონსორციუმის“ დახურვით დაიმუქრა, რამაც აიძულა ყაზახეთის მთავრობა და მსხვილი უცხოელი მწარმოებლები, დადონ კონტრაქტები სხვა სატრანზიტო მარშრუტებთან. მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ნავთობის საერთაშორისო ფასმა მიაღწია 14 წლის მაქსიმუმს და შენარჩუნდა მაქსიმუმზე. ივლისში ბარელზე საშუალოდ 100 დოლარზე მეტი იყო.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა