ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

სალომე სამადაშვილი - ძალიან მნიშვნელოვანია ნატო-ს სამიტზე დაფიქსირდეს საქართველოს მომავალი ინტეგრაციის პერსპექტივა, ნატო - ში გაწევრიანების პერსპექტივა

ნახვები: 262 სალომე სამადაშვილი - ძალიან მნიშვნელოვანია ნატო-ს სამიტზე დაფიქსირდეს საქართველოს მომავალი ინტეგრაციის პერსპექტივა, ნატო - ში გაწევრიანების პერსპექტივა

ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, ნატო-ს სამიტზე საქართველოს მომავალი ინტეგრაციის, ნატო - ში გაწევრიანების პერსპექტივა დაფიქსირდეს.

როგორც სამადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ნატო-ს სამიტში არ მონაწილეობს, მას იმედი აქვს, რომ საქართველოს მიმართ პოზიტიური გზავნილები გაჟღერდება.

„სამწუხაროა, რომ ჩვენ არ ვმონაწილეობთ ნატო-ს სამიტში, მაგრამ იცით, რომ არაერთი საუბრის, არაერთი დიპლომატიური მცდელობის შედეგად, მათ შორის, რაც ოპოზიციასაც ჰქონდა გასული კვირების მანძილზე, ჩვენ გვეწვია არაერთი დელეგაცია როგორც ბალტიისპირეთიდან, ასევე, ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ყველა ამ დელეგაციასთან გვქონდა საუბარი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ნატო-ს სამიტზე დაფიქსირდეს საქართველოს მომავალი ინტეგრაციის პერსპექტივა, ნატო- ში გაწევრიანების პერსპექტივა. ვფიქრობ, ამ თვალსაზრისით, ის გზავნილი, რომელიც პარლამენტმა გააკეთა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. იმედი მაქვს, იქნება პოზიტიური გზავნილები ამ სამიტიდან იმის მიუხედავად, რომ ჩვენ იქ არ ვმონაწილეობთ",- განაცხადა სამადაშვილმა.

ცნობისთვის, ბრიუსელში დღეს ნატო-ს სამიტი გაიმართება, რომლის ერთ-ერთი განსახილველი თემა საქართველოც იქნება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საკითხი მოხვდა სამიტის დღის წესრიგის იმ ნაწილში, რომელიც წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მხარდაჭერას ეხება

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა