სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”

ნათია მეზვრიშვილი - სენაკში ცესკო-მ იმოქმედა ხელისუფლების ინტერესით, რაც მიზანმიმართულად აზიანებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს

ნახვები: 538 ნათია მეზვრიშვილი - სენაკში ცესკო-მ იმოქმედა ხელისუფლების ინტერესით, რაც მიზანმიმართულად აზიანებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს

სენაკში ცესკო-მ იმოქმედა ხელისუფლების ინტერესით, რაც მიზანმიმართულად აზიანებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული უკანონობა ხორციელდება იმ ფონზე, როცა საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად ხუთ თვეში დემოკრატიული რეფორმები აქვს განსახორციელებელი, მათ შორის ცესკო-ს დამოუკიდებლობისა და საარჩევნო სისტემის რეფორმის მიმართულებით.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ „ოცნების“ მხრიდან არჩევნების შედეგების შეცვლის მორიგ მცდელობას, რასაც, სამწუხაროდ, ხელს უწყობს ცენტრალური საარჩევნო კომისია და რაც მიზანმიმართულად აზიანებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს. კერძოდ, ცესკო-მ იმოქმედა ხელისუფლების ინტერესით და ნაცვლად იმისა, სენაკის მუნიციპალიტეტში საკრებულოს ახალი არჩევნების დანიშვნაზე ემსჯელა, შუალედური არჩევნები მხოლოდ იმ სამაჟორიტარო ოლქში დანიშნა, სადაც „ოცნებამ“ ოპოზიციის წევრს, კრიმინალური სამყაროს ჩართულობით, მანდატი დაატოვებინა. აღნიშნული უკანონობა ხორციელდება იმ ფონზე, როცა სულ ახლახანს გამოქვეყნდა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესრულების უმძიმესი ანგარიში, რომლის მიხედვითაც, ქვეყანამ 2021 წელს, ანუ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, დემოკრატიის, სახელმწიფოს მართვის, კანონის უზენაესობის, მართლმსაჯულების, მიმართულებით უპრეცედენტო უკუსვლა განიცადა. აღნიშნული უკანონობა ხორციელდება იმ ფონზე, როცა საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად სულ რაღაც ხუთ თვეში ამბიციური დემოკრატიული რეფორმები აქვს განსახორციელებელი, მათ შორის ცესკო-ს დამოუკიდებლობისა და საარჩევნო სისტემის რეფორმის მიმართულებით. პარალელურად, „ოცნება“ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში აგრძელებს პარტია „საქართველოსთვის“ წევრების მოსყიდვას, დაშინებას და კრიმინალური სამყაროს წარმომადგენელთა ჩართულობით მათზე ზეწოლას“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, მიუხედავად „ოცნების“ მხრიდან არჩევნების შედეგების გადაწერისა და ევროინტეგრაციის პროცესის საბოტაჟისა, პარტია „საქართველოსთვის“ აგრძელებს პარლამენტში შექმნილ სამუშაო ჯგუფებში აქტიურ მონაწილეობას. პარტიამ „საქართველოსთვის“ ევროკავშირის 12 პუნქტის რეალურ შესრულებასთან დაკავშირებით, დღეს წარადგინა პარტიის ხედვა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასა და მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობაზე, რომელიც პარტიის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდება.

„ოცნების“ მხრიდან არჩევნების შედეგების გადაწერის, ქვეყნის მაფიოზურად მართვის და ევროინტეგრაციის პროცესის საბოტაჟის მიუხედავად, ჩვენთვის განმსაზღვრელი ის პოლიტიკური პასუხისმგებლობაა, რაც ხალხმა დაგვაკისრა – შესაბამისად, ვაგრძელებთ პარლამენტში შექმნილ სამუშაო ჯგუფებში აქტიურ მონაწილეობას და პარტიის დეტალური ხედვის წარდგენას ევროკავშირის 12 პუნქტის რეალურ შესრულებაზე. დღეს წარმოვადგენთ ხედვას კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასა და მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობაზე, რაც პარტიის გვერდზე იქნება ხელმისაწვდომი“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა