ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

იაგო ხვიჩია - ოპოზიცია და ხელისუფლება ვიდრე ცალ-ცალკე მუშაობს, არანაირ განსაკუთრებულ შედეგს არ უნდა ველოდოთ, ხელისუფლება და ოპოზიცია ევროპასთან ინტეგრაციის საქმით არ არიან დაკავებულნი

ნახვები: 471 იაგო ხვიჩია - ოპოზიცია და ხელისუფლება ვიდრე ცალ-ცალკე მუშაობს, არანაირ განსაკუთრებულ შედეგს არ უნდა ველოდოთ, ხელისუფლება და ოპოზიცია ევროპასთან ინტეგრაციის საქმით არ არიან დაკავებულნი

ჩემი აზრით, როგორც ხელისუფლება, ისე ოპოზიცია ამ წუთას ევროპასთან ინტეგრაციის საქმით არ არის დაკავებული. ყველა დისკუსია, რომელიც ახლა მიმდინარეობს, არ არის არანაირი შედეგის მომტანი, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია, რომელიც ხელისუფლებასთან არ თანამშრომლობს, მმართველ გუნდსაც აწყობს.

„ძირითადად იხილება ტექნიკური საკითხები და მთელი პოლიტიკური სპექტრი, როგორც პოზიცია, ისე ოპოზიცია მიმართულია, რომ შეიქმნას მუშაობის იმიტაცია და არა მუშაობა, რადგან ჯერჯერობით რეალური სამუშაო პროცესი მე არ მინახავს. სულ იხილება ტექნიკური საკითხები ან ისეთი საკითხები, რომლებიც ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს ვერც ჩვენს ქვეყანაზე და ვერც ჩვენს დასავლურ ინტეგრაციაზე. ვიდრე ცალ-ცალკე მუშაობს ოპოზიცია და ხელისუფლება, იცოდეთ, რომ არანაირ განსაკუთრებულ შედეგს არ უნდა ველოდოთ. ის, რომ ოპოზიცია ცალკე იყოს და ხელისუფლებასთან არ თანამშრომლობდეს, ეს ახლა ხელისუფლებასაც აწყობს, რადგან ხალხთანაც კი, რომელიც თანამშრომლობს ხელისუფლებასთან, აქტიურ და რეალურ ცვლილებებზე ხელისუფლება არ საუბრობს, მხოლოდ ტექნიკურ მხარით შემოიფარგლება ნებისმიერი ასეთი შეხვედრა“, – განაცხადა ხვიჩიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა