ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says

მიხაილ პოდოლიაკი აცხადებს, რომ ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ობიექტებზე ექსცესების რაოდენობა გაიზრდება

ნახვები: 691 მიხაილ პოდოლიაკი აცხადებს, რომ ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ობიექტებზე ექსცესების რაოდენობა გაიზრდება

მიხაილ პოდოლიაკი აცხადებს, რომ ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ობიექტებზე ექსცესების რაოდენობა გაიზრდება.

უკრაინული მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა ეროვნული ტელემარათონის ეთერში გამოსვლისას განაცხადა.

პოდოლიაკმა აღნიშნა, რომ ჯანკოის რაიონში არის ორი მნიშვნელოვანი სამიზნე – სატრანსფორმატორო სადგური და საბრძოლო მასალების საცავი.

მისი თქმით, რუსმა დამპყრობლებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური დაიკავეს, რათა ელექტროენერგია ჯანკოის გავლით მიეღოთ.

„ჩვენ გვესმის, რატომ დაიკავეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური, უდიდესი ატომური ელექტროსადგური, რათა მოიპარონ ყველაფერი, რისი მოპარვაც შეიძლება, მათ შორის ელექტროენერგია, რომელსაც აწარმოებს სადგური და ჯანკოის გავლით მიაწოდონ ყირიმს. ამიტომ, მჯერა, რომ ეს არის კარმული ანგარიშსწორება, რადგან ყველაფერ მოპარულს ბარაქა არ მოაქვს“, – დასძინა პოდოლიაკმა.

მისი თქმით, საბრძოლო მასალების საცავებში ძლიერი აფეთქებების სერია ჯერ მხოლოდ დასაწყისია.

„გახსოვთ, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ თქვა, რომ მათ უბრალოდ არ იციან მოწევა, არ იციან როგორ მიუდგნენ სწორად უსაფრთხოებას ასეთ საწყობებში? მე მჯერა, რომ რუსული არმიის ინტელექტის დონის გამო და დღეს ისინი საერთოდ აგროვებენ მოუმზადებელ და არაპროფესიონალ ადამიანებს, გაიზრდება ასეთი “ექსცესების” რიცხვი. კერძოდ, გაიზრდება ყირიმში“, – განაცხადა პოდოლიაკმა

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა