ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ნათია თურნავა - ექსპორტში თითქმის 45%-იანი ზრდა გვაქვს, მაისში ექსპორტმა თითქმის 340 მლნ დოლარს მიაღწია

ნახვები: 449 ნათია თურნავა - ექსპორტში თითქმის 45%-იანი ზრდა გვაქვს, მაისში ექსპორტმა თითქმის 340 მლნ დოლარს მიაღწია

2021 წლის მაისში, როდესაც ჯერ კიდევ მძვინვარებს პანდემია 2019 წლის მაისის დონეზე გვაქვს ჩვენი პროდუქციის ექსპორტი, ხოლო წინა წელთან შედარებით გვაქვს 45%-იანი ზრდა, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ექსპორტი პირდაპირ მონაწილეობს ეკონომიკის ზრდის კომპონენტში და მისი მაღალი პროცენტით გაზრდა ეკონომიკის ასეთივე მაღალი ტემპით ზრდისკენ მიანიშნებს.

„მორიგი დადებითი ინფორმაცია ეკონომიკის აღდგენასთან დაკავშირებით, დღეს დილით სტატისტიკის სააგენტოს მიერ გამოქვეყნდა მაისის თვის შეჯამებული საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 2021 წლის მაისში საგარეო ვაჭრობის მაჩვენებელი მკვეთრად გაუმჯობესდა. კერძოდ, ექსპორტში გვაქვს თითქმის 45%-იანი ზრდა, ექსპორტმა მაისში მიაღწია თითქმის 340 მილიონ დოლარს. მნიშვნელოვანია ასევე, რომ პირველ 5 თვეში ექსპორტი გაიზარდა 24,4%-ით და ასევე მნიშვნელოვანია, ვინაიდან 2020 წელი იყო ძალიან მძიმე წელი და ჩვენი პროგრესი ეკონომიკაში რომ შევაჯამოთ და შევაფასოთ, 2019 წლის მაისთან შედარებით ექსპორტი პრაქტიკულად იგივე დონეზეა, არ შემცირებულა. 2019 წელი ექსპორტის თვალსაზრისით იყო ბოლო ათწლეულში რეკორდული წელიწადი. აქედან გამომდინარე, 2021 წლის მაისში, როდესაც ჯერ კიდევ მძვინვარებს პანდემია, ჩვენი პროდუქციის ექსპორტი 2019 მაისის დონეზე გვაქვს, ხოლო წინა წელთან შედარებით ძალიან მნიშვნელოვანი 45%-იანი ზრდა. ამას იმიტომ აღვნიშნავთ, რომ თითოეული ასეთი მონაცემი იმედს გვაძლევს, რომ ეკონომიკური ზრდა გაგრძელდება და რა თქმა უნდა, სრულიად საფუძვლიანია ჩვენი მოლოდინი, რომ წელიწადს დავამთავრებთ ორნიშნა ეკონომიკური ზრდით თუ არა 6,5-6,7 ეკონომიკური ზრდით მაინც, რაც ნიშნავს იმას, რომ მთლიანად გავანულებთ 2020 წელს პანდემიით მიყენებულ ზიანს. ექსპორტი პირდაპირ მონაწილეობს მთლიანი შიდა პროდუქტის, ეკონომიკის ზრდის კომპონენტში და მისი მაღალი პროცენტით გაზრდა მიანიშნებს იმაზე, რომ ეკონომიკური ზრდაც ასეთივე მაღალი იქნება", - განაცხადა თურნავამ.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა