ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

რეგლამენტი იცვლება - "ქართული ოცნება" დეპუტატისთვის იმუნიტეტის შეწყვეტას ოპოზიციის გარეშე ვეღარ შეძლებს

ნახვები: 285 რეგლამენტი იცვლება - "ქართული ოცნება" დეპუტატისთვის იმუნიტეტის შეწყვეტას ოპოზიციის გარეშე ვეღარ შეძლებს

„ქართული ოცნება" ძალაუფლებას კარგავს. პარლამენტში რეგლამენტი იცვლება. ახალი რეგლამენტის მიხედვით, დეპუტატის დასაკავებლად 90 ხმა იქნება საჭირო. გამომდინარე იქიდან, რომ მმართველ გუნდს მხოლოდ 84 დეპუტატი ჰყავს, კონკრეტული დეპუტატისთვის იმუნიტეტის შეწყვეტას და პასუხისგებაში მიცემას „ქართული ოცნება" ერთპარტიულად ვეღარ შეძლებს.

"სწორი გადაწყვეტილებაა ის, რომ იოლად არ შეეძლოს საპარლამენტო უმრავლესობას იმუნიტეტის მოხსნა ამა თუ იმ დეპუტატისთვის. არა უმრავლესობის, არამედ ოპოზიციონერი დეპუტატები სხვა და სხვა ქვეყანაში უფრო დაცულები ყოფილიყვნენ პოლიტიკური ზეწოლისგან, პოლიტიკური მართლმსაჯულებისგან, ამიტომ გაჩნდა საპარლამენტო იმუნიტეტის იდეა და ჩვენთან თუ აიწევს ეს თამასა და სამი მეოთხედი თუ იქნება საჭირო, ანუ ოპოზიციის ხმების მნიშვნელოვანი ნაწილის გარეშე რომ ვერ მოუხსნიან იმუნიტეტს ვერც ერთ დეპუტატს, ეს არის ძალიან სწორი. პოლიტიზირებულ საქმეებს ეს ვერ დააზღვევს, ამისთვის დამოუკიდებელი პროკურატურა და დამოუკიდებელი სასამართლო გვჭირდება, - ამბობს „მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი.

„ქართული ოცნების" დეპუტატი, ალუდა ღუდუშაური, ამბობს, რომ პარლამენტში რეგლამენტის ეს ცვლილება ნათელი დასტურია იმისა, რომ ხელისუფლება შარლ მიშელის დოკუმენტის პირობებს პირნათლად ასრულებს. დეპუტატი ოპოზიციას პარლამენტის აქტიურ მუშაობაში ჩაერთვისკენ მოუწოდებს.

"კიდევ ერთხელ ვასრულებთ ჩვენ მიშელის შეთანხმებას და ეს არის ნათელი დასტური იმისა, რომ ჩვენ მიშელის შეთანხმებას პირწმინდად შევასრულებთ. მე მინდა, ყველას ვუთხრა, რომ 90 დეპუტატის თანხმობა არის ძალიან რთულად მოსაპოვებელი. პრაქტიკულად ეს გამორიცხავს, რომ ერთი პარტიის მიერ, ერთი პოლიტიკური ძალის მიერ იქნეს 90 მანდატი შევსებული. ოპოზიცია ნაცვლად იმისა, რომ დაკავდეს პოპულიზმით, ურჩევნია, რომ შემოვიდეს აქტიურ სამუშაო რეჟიმში, ჩაერთოს აქტიურ განხილვებში და ქმედითად განვიხილოთ ისეთი საკითხები, რომელიც აწუხებს ჩვენს მოქალაქეებს, - ამბობს ალუდა ღუდუშაური.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა