ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

სოზარ სუბარი - საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციის აზრი არ გვაინტერესებს, ჩვენ გვაინტერესებს საზოგადოების აზრი

ნახვები: 307 სოზარ სუბარი - საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციის აზრი არ გვაინტერესებს, ჩვენ გვაინტერესებს საზოგადოების აზრი

„მითებს, ტყუილებსა და ცილისწამებას არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით ჰქონდა ორი ეტაპი," , - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების" დეპუტატმა სოზარ სუბარმა განუცხადა.

მისივე თქმით, საგამოძიებო კომისიის ფარგ;ებში, დაიკიტხება ყველა, რათა დამტკიცდეს რომ არჩევნები არ გაყალბებულა.

„მითებს, ტყუილებსა და ცილისწამებას არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით ჰქონდა ორი ეტაპი, 1-ელი, როცა ისინი ამტკიცებდნენ, რომ გაყალბდა, მაგრამ ვერანაირი საბუთი ვერ წარმოადგინეს, მეორე ეტაპი იყო, როცა ჩვენ დავიწყეთ მტკიცება, სინამდვილეში რომ არ გაყალბებულა. ამის პირველი მერცხალი იყო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების" მიერ გამოქვეყნებული არასწორი მტკიცებების გაქარწყლება და დღეს უკვე საგამოძიებო კომისია. ამ კომისიის ფარგლებში, ყველა იმ უბანზე, სადაც გაყალბებაზე საუბრობენ, დავითვლით, გაყალბდა თუ არა, დაიკითხება ყველა ის ადამიანი, ვინც მონაწილეობდა, რომ გამოჩნდეს იყო თუ არა არჩევნები გაყალბებული. არ გვაინტერესებს ოპოზიციის აზრი. მათ კარგად იციან, რომ არ გაყალებულა, იმიტომ არ მონაწილეობენ კომისიის მუშაობაში. ჩვენ გვაინტერესებს საზოგადოების აზრი, რომ საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ დაინახოს ის, რასაც ოპოზიცია ამბობდა, იყო ტყუილი, ცილისწამება და კიდევ ერთხელ ცილისწამება", - განაცხადა სუბარმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა