ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

გია ვოლსკი, ირაკლი კობახიძეს „გულწრფელობას“ უწუნებს

ნახვები: 317 გია ვოლსკი, ირაკლი კობახიძეს „გულწრფელობას“ უწუნებს

„განმაცვიფრა იმან, რომ უცებ, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, გახარიამ თქვა, რომ უმრავლესობის წევრები არათუ არ იყვნენ, არამედ, გაიპარნენ და თან დამამცირებელი ეპითეტებით შეგვამკო," - განაცხადა დღეს, 15 ივნისს, პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ყოფილი პრემიერის, პარტია „საქართველოსთვის" ლიდერის, გიორგი გახარიაზე „ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებების კომენტირებისას.

მისივე თქმით, ირაკლი კობახიძეს „გულწრფელობას" უწუნებს.

„ერთია, შეცდომები, რაზეც ირაკლი კობახიძემ ილაპარაკა და თუ ირაკლი კობახიძეს რაიმეს „დაუწუნებ", მხოლოდ გულწრფელობა იყო, საზოგადოება ყველა საკითხზე ინფორმაციის მიღებას იმსახურებს, მათ შორის, 20 ივნისზე. განმაცვიფრა იმან, რომ უცებ, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, გახარიამ თქვა, რომ უმრავლესობის წევრები არათუ არ იყვნენ, არამედ გაიპარნენ და თან დამამცირებელი ეპითეტებით შეგვამკო მაშინ, როცა სრულიად სხვა ვითარება იყო.

როცა საზოგადოება, თანაგუნდელები ელოდებიან ისეთი ოპერაციის ჩატარებას, რომელიც მაღალ პროფესიონალურ დონეზე იქნება ჩატარებული და არ გამოიწვევს ამდენ დაზარალებულს, როგორც პოლიციელებს შორის, ასევე საზოგადოებაში, კითხვები ჩნდება, მაგრამ ეს კითხვები კონკრეტული პერიოდიდან, თებერვლიდან გადაიზარდა ეჭვებში და ეჭვების საფუძველზე საკმაოდ ვრცლად ისაუბრა ირაკლი კობახიძემ. შემიძლია დავამატო, რომ სრულიად გაუგებარი გადაწყვეტილება მიიღო გიორგი გახარიამ, თურმე, ოპერაციის ორი-სამი დღით გადადებაა საჭირო, რათა ადამიანმა ძალა მოიკრიბოს, რომელიც პრაქტიკულად, დამნაშავეა და დაანონსეს სახელმწიფო სტრუქტურების არარსებობა ქვეყანაში. ანუ სახელმწიფოს საფუძვლების რყევაზე იყო საუბარი და ამ თემაზე იყო მთავარი აქცენტები გაკეთებული." - განაცხადა ვოლსკიმ

ვოლსკის თქმით, შეცდომებზე საუაბრი და გარჩევა გუნდში უნდა მოხდეს.

„შეცდომები ერთია, რაზეც გუნდში საუბარია, გარჩევაა, ხვალ შეიძლება მეც შეცდომა დავუშვა, მაგრამ როცა შეცდომები პოლიტიკურ პროცესს უკავშირდება, რომელმაც სახელმწიფოს საფუძვლები შეიძლება სერიოზულად შეარყიოს, უკვე სხვა კატეგორიაში გადადის შენიშვნები,"- განაცხადა ვოლსკიმ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა