ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ კანდიდატის სტატუსის მისაღებად გაწერილი რეკომენდაციების შესრულება არ ხდება

ნახვები: 549 ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ კანდიდატის სტატუსის მისაღებად გაწერილი რეკომენდაციების შესრულება არ ხდება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, კანდიდატის სტატუსის მისაღებად გაწერილი რეკომენდაციების შესრულება არ ხდება. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.

დეკანოიძის თქმით, ამას ადასტურებს მმართველი პარტიის მხრიდან მიღებული გადაწყვეტილება, ყველა პროცესს ჩამოაცილონ საქართველოში საარჩევნო გარემოსა და საარჩევნო კანონმდებლობაზე მომუშავე ყველაზე გავლენიანი ორგანიზაციები.

„საქართველოში საარჩევნო სისტემის ცვლილება და სასამართლოს საფუძვლიანი რეფორმა, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და არჩევნების მიმართ საზოგადოების ნდობის დაბრუნება, რაც ფართო საარჩევნო რეფორმისა და სასამართლო სისტემაში ფართო ცვლილებებით უნდა მოხდეს, ევროკავშირის მიერ გაწერილი უმნიშვნელოვანესი რეკომენდაციებია, რომელიც უნდა შესრულდეს, რათა ქვეყანამ კანდიდატის სტატუსის მისაღებად ვალდებულებები შეასრულოს.

სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“ მიერ კანდიდატის სტატუსის მისაღებად აუცილებელი რეკომენდაციების უგულებელყოფა გრძელდება. ამას ადასტურებს საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ყველა პროცესს ჩამოაცილონ საქართველოში საარჩევნო გარემოსა და საარჩევნო კანონმდებლობაზე მომუშავე ყველაზე გავლენიანი ორგანიზაცია – „სამართლიანი არჩევნები“, „ისფედი“. ასევე სასამართლო სისტემაზე მომუშავე მნიშვნელოვანი ექსპერტთა ჯგუფი, მხედველობაში მყავს ნაზი ჯანეზაშვილის ორგანიზაცია, რომელიც წლების განმავლობაში სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმაზე მუშაობდა.

„ქართული ოცნების“ ანტიდასავლური კამპანია, ანტიამერიკული და ანტიევროპული გზავნილები, მიზანმიმართული თავდასხმები აშშ-ზე, ევროკავშირის ელჩებზე, გავლენიან სამოქალაქო ინსტიტუტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე არის იმის დასტური, რომ მათ მიერ ჩაგდებული კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესი გრძელდება. პროცესი უნდა ყოფილიყო ინკლუზიური და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით. და არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ მიერ რეკომენდაციების საფუძველზე შერჩეული ორგანიზაციებით“, – განაცხადა დეკანოიძემ.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ინტერესი არ არის არც ერთი რეკომენდაციის შესრულება.

„საქართველოში ოლიგარქიული სისტემის ჩამოცილება მმართველობიდან, კლეპტოკრატების მმართველობიდან განთავისუფლებას სჭირდება ფართო საარჩევნო რეფორმა, რომელიც სწორედ დემოკრატიის განმტკიცებისთვის სასიცოცხლო რეკომენდაციაა კანდიდატობისთვის. სასამართლო რეფორმა კი არის დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის უმნიშვნელოვანესი პრინციპი დემოკრატიისთვის. „ქართული ოცნების“ ინტერესი არ არის არც ერთი რეკომენდაციის შესრულება.

ჩვენი პარტია და ფრაქცია აგრძელებს მუშაობას როგორც „სამართლიან არჩევნებთან“, ასევე არასამთავრობო სექტორთან ფართო, დემოკრატიული არჩევნებისთვის აუცილებელ საარჩევნო კოდექსისა და რეკომენდაციების შესასრულებლად აუცილებელი პაკეტის შესასრულებლად“, – განცხადა დეკანოიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა