თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

დმიტრო კულება გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-სპიკერს პასუხობს - რუსულ გაზზე დამოკიდებულება კლავს

ნახვები: 520 დმიტრო კულება გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-სპიკერს პასუხობს - რუსულ გაზზე დამოკიდებულება კლავს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-სპიკერის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც მოუწოდა გერმანიას, გახსნას „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მილსადენი, რათა ზამთრამდე გერმანიამ მარაგის შევსება მოახერხოს, შემდეგ კი ისევ შეაჩეროს მისი მუშაობა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ამ განცხადებას სრულიად არარაციონალურს უწოდებს.

„ეს მაგონებს ნარკომანიას, როცა ადამიანი ამბობს, „ბოლოჯერ“. რომელიც ვერ აცნობიერებს დამანგრეველ შედეგს ვერც ერთი „ბოლო მცდელობის დროს“. რუსულ გაზზე დამოკიდებულება კლავს“, – წერს კულება მიკრობლოგ „ტვიტერში“.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გერმანიის მთავრობამ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მილსადენის ამუშავება შეაჩერა. ბუნდესტაგის ვიცე-სპიკერის აზრით კი, მილსადენი სასწრაფოდ უნდა ამუშავდეს, რათა მოსახლეობა ზამთარში არ გაიყინოს.

„ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მილსადენი რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავხსნათ, რათა შევავსოთ ზამთრისთვის მარაგი“, – განაცხადა კუბინკოვმა ერთ-ერთ ინტერვიუში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა