გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?

სერგო ჩიხლაძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რათა მეგობარი აღარ დაგვრჩეს საერთაშორისო არენაზე და პირისპირ დაგვტოვონ რუსეთთან ერთად

ნახვები: 464 სერგო ჩიხლაძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რათა მეგობარი აღარ დაგვრჩეს საერთაშორისო არენაზე და პირისპირ დაგვტოვონ რუსეთთან ერთად

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, ისევე როგორც ევროკავშირის საელჩოს განცხადებები არის აბსოლუტურად ადეკვატური და ხელისუფლებას მოუწოდებს ინკლუზიურობისკენ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

როგორც სერგო ჩიხრაძემ აღნიშნა, დასავლელი პარტნიორები ხედავენ საფრთხეებს, რასაც „ქართული ოცნება“ უქმნის ევროინტეგრაციის პროცესს და ეს არ დაშვება, გამოგდება, არაინკლუზიურობა კიდევ ერთი მაგალითია „ოცნების“ ობსტრუქციული ხასიათის.

„აბსოლუტურად ადეკვატურია მათი ეს განცხადებები, სამწუხაროდ მე არ მგონია, რომ „ოცნებამ“ გაითვალისწინოს ჩვენი დასავლელი პარტნიორების მოწოდება, ისინი არ ითვალისწინებენ არც აშშ-ს, არც ევროკავშირის მოწოდებას. ყველაფერს აკეთებენ ურთიერთობების დასაძაბად და გასაფუჭებლად. ყველაფერს აკეთებენ, რათა ჩვენ მეგობარი აღარ დაგვრჩეს საერთაშორისო არენაზე და დაგვტოვონ პირისპირ რუსეთთან ერთად, ეს არის „ოცნების“ ამოცანა“, – განაცხადა ჩიხლაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა