ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ვაქცინირებული პირისთვის სავალდებულო ტესტირება საჭირო აღარ იქნება

ნახვები: 335 ვაქცინირებული პირისთვის სავალდებულო ტესტირება საჭირო აღარ იქნება

განვიხილავთ სავალდებულო ტესტირების მოდიფიცირებას, სავალდებულო ტესტირების რეჟიმს ეტაპობრივად ჩაანაცვლებს ვაქცინაციის პროცესი და ვაქცინირებული პირისთვის სავალდებულო ტესტირებაში მონაწილეობა აღარ იქნება საჭირო, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, განიხილება შესაძლელობები ბიზნესთან თანამშრომლობის, გარკვეული ფასდაკლებების პაკეტის ამოქმედება იმ პირებისთვის, ვისაც ექნება ე.წ. მწვანე საშვი.

„განიხილება წამახალისებელი ღონისძიებები და ის პაკეტი, რომელი ჩვენ შეიძლება შევთავაზოთ სრულად ვაქცინირებულ მოსახლეობას. მნიშვნელოვანია კორპორატიული პასუხისმგებლობა და დასაქმებულების წახალისება ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვისთვის. ასევე განვიხილავთ სავალდებულო ტესტირების მოდიფიცირებას, სავალდებულო ტესტირების რეჟიმს ეტაპობრივად ჩაანაცვლებს ვაქცინაციის პროცესი და ვაქცინირებული პირისთვის სავალდებულო ტესტირებაში მონაწილეობა აღარ იქნება საჭირო. განიხილება შესაძლელობები ბიზნესთან თანამშრომლობის, გარკვეული ფასდაკლებების პაკეტის ამოქმედება იმ პირებისთვის, ვისაც ექნება ე.წ. მწვანე საშვი. მიმდინარეობს მუშაობა საინფორმაციო სისტემის გაფართოებაზე. ბოლო პერიოდის განმავლობაში, საინფორმაციო სისტემას ჰქონდა გარკვეული ლოჯისტიკური ხარვეზები, ამდენად, რამდენიმე უწყების ჯგუფი აქტიურად მუშაობს, რომ გაზრდილი დატვირთვის პირობებში ამგვარი პრობლემები არ შეიქმნას", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა