ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says

ანალენა ბერბოკი - გერმანიის მთავრობა ცდილობს, უკრაინას სამხედრო მხარდაჭერა გაუწიოს კეთილსინდისიერად, თუმცა ისე, რომ არ გახდეს ომის მონაწილე

ნახვები: 573 ანალენა ბერბოკი - გერმანიის მთავრობა ცდილობს, უკრაინას სამხედრო მხარდაჭერა გაუწიოს კეთილსინდისიერად, თუმცა ისე, რომ არ გახდეს ომის მონაწილე

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი უარს ამბობს მოლაპარაკებებზე, ძალიან მარტივ თემებზეც კი. ეს განცხადება ბერბოკმა გერმანულ „შპიგელთან“ ინტერვიუში გააკეთა.

მისივე თქმით, პუტინი უარს ამბობს საერთაშორისო ჰუმანიტარულ საკითხებზე მოლაპარაკებების გამართვაზე და არ რეაგირებს შუამავლობის ინიციატივებზე.

როგორც ბერბოკი აცხადებს, ასეთ ვითარებაში გერმანია შემდეგი არჩევნის წინაშე დგას – ან არაფერი გააკეთოს, ან უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა გააგრძელოს, თუმცა ამ დახმარების შეწყვეტის ალტერნატივა იქნებოდა „მილიონობით ადამიანის ბედის ანაბარა დატოვება”.

„გერმანიის ფედერალური მთავრობა ცდილობს, უკრაინას სამხედრო მხარდაჭერა გაუწიოს კეთილსინდისიერად, ყველაფრით, რაც მას გააჩნია, თუმცა ისე, რომ არ გახდეს ომის მონაწილე”, – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა