ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ჟენევაში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი აცხადებს, რომ მოსკოვი ვერ ხედავს ომის დასრულებას დიპლომატიური მოლაპარაკებების გზით და გაჭიანურებულ კონფლიქტს ელოდება

ნახვები: 551 ჟენევაში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი აცხადებს, რომ მოსკოვი ვერ ხედავს ომის დასრულებას დიპლომატიური მოლაპარაკებების გზით და გაჭიანურებულ კონფლიქტს ელოდება

მოსკოვი ვერ ხედავს ომის დასრულებას დიპლომატიური მოლაპარაკებების გზით და ელის გაჭიანურებულ კონფლიქტს. „ბიბისის“ ცნობით, აღნიშნულის შესახებ „ფაინენშალ თაიმსთან“ ინტერვიუში ჟენევაში გაერო-ს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, გენადი გატილოვმა განაცხადა.

გატილოვის თქმით, გაერო-მ უფრო დიდი როლი უნდა შეასრულოს კონფლიქტის დასრულების მცდელობაში.

მუდმივი წარმომადგენლის განცხადებით, მარცვლეულის შეთანხმება, რომელიც რუსეთმა და უკრაინამ გაერო-სთან და თურქეთთან გააფორმეს, წარმოადგენს ერთადერთ მაგალითს იმისა, თუ როგორ ითამაშა გაერო-მ პრაქტიკული როლი შუამავლობის მცდელობებში.

გატილოვმა, „ფაინენშალ თაიმსს“ ასევე განუცხადა, რომ მოსკოვი და კიევი ძალიან ახლოს იყვნენ აპრილის თვეში გამართულ მოლაპარაკებებზე და შეეძლოთ კონფლიქტის შეჩერება. მისივე თქმით, ის ამჟამად ვერ ხედავს დიპლომატიური კონტაქტების აღდგენის შესაძლებლობებს და რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება კონფლიქტი, მით უფრო რთული იქნება დიპლომატიური გადაწყვეტის პოვნა.

მუდმივი წარმომადგენელი აცხადებს, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლების შესაძლებლობის ნაკლებობის და დასავლეთის მხრიდან უკრაინისადმი მიმდინარე სამხედრო მხარდაჭერის გამო, საკმაოდ რთულია იმის პროგნოზირება, თუ რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს კონფლიქტი. მან ასევე გამორიცხა რუსეთის და უკრაინის პრეზიდენტებს შორის შეხვედრის გამართვის შესაძლებლობა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა