Ukrainian border guards rescue 16 crew members after Russian drone hits foreign cargo ship in Black Sea
Ukraine’s new military leadership vows stronger strikes and technological advantage over Russia
Rubio to discuss Russia's war against Ukraine at meeting with Lavrov
ლევან ხაბეიშვილი: „ბრძოლაა საჭირო და არა პროფესორ-კომენტატორობა“
დიპლომატიურ კორპუსს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს
მიხეილ სააკაშვილი - სრულიად სამარცხვინოდ „ქართულმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში
საიას თავმჯდომარე: ვახო სანაიას „ფეისბუქ-პოსტის“ გამო პატიმრობა დემონსტრაციული, სამაგალითო დასჯაა
გოჩა მირცხულავა: აქ „XXX“ არავინ არის. ანუ თუ ვახო სანაიას საქმეში კონტექსტია მთავარი, მაშინ მოდით, კონტექსტზე ვისაუბროთ...

სალომე ზურაბიშვილი - ბატონო პრეზიდენტო ზელენსკი, დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყნები აღადგენენ ერთიანობას, ტერიტორიულ მთლიანობას და კეთილდღეობას მშვიდობიან, უსაფრთხო ევროპაში

ნახვები: 663 სალომე ზურაბიშვილი - ბატონო პრეზიდენტო ზელენსკი, დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყნები აღადგენენ ერთიანობას, ტერიტორიულ მთლიანობას და კეთილდღეობას მშვიდობიან, უსაფრთხო ევროპაში

სიამაყით აღვნიშნავ, რომ საქართველოს სახელით ვუერთდები ყირიმის პლატფორმის დეკლარაციას და ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, ასევე თქვენი დეოკუპაციის სტრატეგიისადმი, ყირიმი არის უკრაინა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ყირიმის პლატფორმაზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ზურაბიშვილის თქმით, საქართველოსთვის უკრაინაში განვითარებული მოვლენები კარგად არის ცნობილი და აღნიშნა, რომ კრემლის აგრესია მშვიდობიანი მეზობლების წინააღმდეგ არის ქცევა, რომელიც საქართველომ არაერთხელ გამოსცადა.

​ „ჩვენ დღეს მეორედ შევიკრიბეთ ყირიმის პლატფორმაზე. შარშან საქართველო სამიტზე ​​პრემიერ-მინისტრით იყო წარმოდგენილი და ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეს ამ სამიტზე საქართველოს ხალხს წარმოვადგენ. გადამწყვეტია, ვიდგეთ ერთად იმ ღირებულებების დასაცავად, რომლებიც გვაერთიანებს. დარწმუნებული ვარ, სწორედ ეს ღირებულებები განსაზღვრავს ჩვენს მომავალს. სიამაყით აღვნიშნავ, რომ საქართველოს სახელით ვუერთდები ყირიმის პლატფორმის დეკლარაციას და ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, ასევე თქვენი დეოკუპაციის სტრატეგიისადმი, ყირიმი არის უკრაინა.

ჩვენ ყველას გვახსოვს, რომ ხვალ უკრაინა აღნიშნავს დამოუკიდებლობის დღეს და ასევე ექვსი თვე გადის რუსეთის აგრესიისადმი უკრაინის წინააღმდეგობის დაწყებიდან. ეს თარიღები შემთხვევით არ დაემთხვა. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ რუსეთის აგრესია უკრაინაში თებერვალში არ დაწყებულა და პირველი გამოწვევა ყირიმი იყო, რამაც ყველას კარგად შეგვახსენა, რომ მშვიდობისა და უსაფრთხოების წინაშე უპასუხოდ დარჩენილი გამოწვევები, უპასუხოდ დარჩენილი აგრესია, რომელიც ლახავს ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას, იწვევს მხოლოდ მეტ აგრესიას და არასტაბილურობას.

საქართველოსთვის უკრაინაში განვითარებული მოვლენები, სამწუხაროდ, კარგად არის ცნობილი. კრემლის აგრესია მშვიდობიანი მეზობლების წინააღმდეგ არის ქცევა, რომელიც საქართველომ არაერთხელ გამოსცადა. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რას ნიშნავს იმის ხილვა, თუ როგორ იპყრობენ და ახდენენ შენი ტერიტორიების ოკუპაციას. ძალიან კარგად ვაცნობიერებთ იმ ფასს, რომელსაც თქვენი სამხედროები და მოქალაქეები იხდიან. მინდა, საქართველოს ხალხის სახელით გამოვხატო აღტაცება თქვენი მამაცი ბრძოლისადმი და ვთქვა, რომ ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ ეს ბრძოლა გამარჯვებით დასრულდება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთან, როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, უკრაინის ბრძოლა უკვე წარმატებულია, რადგან საერთაშორისო საზოგადოებისგან მას უპრეცედენტო გამოხმაურება მოჰყვა.

„თქვენი ბრძოლა უკვე წარმატებულია, რადგან მან შეარყია რუსეთის დაუმარცხებლობისა და დაუსჯელობის შეგრძნება. თქვენი ბრძოლა უკვე წარმატებულია, რადგან მას მოჰყვა უპრეცედენტო გამოხმაურება საერთაშორისო საზოგადოებისგან. მტკიცე და ერთიანი პასუხი. ისეთი გამოხმაურება, რომელიც პრეზიდენტ პუტინს არ უნახავს, ისეთი პასუხი, რომელიც არ გვინახავს 2014 წელს ყირიმის ანექსიის დროს ან 2008 წლის აგვისტოში. დღეს ეს პასუხი შეცვლის მომავალს. თვალსაჩინოა, რომ ომი უკრაინაში მნიშვნელოვნად უთხრის ძირს შავი ზღვის უსაფრთხოებას, ასევე გლობალურ უსაფრთხოებას და მსოფლიო დგას სურსათის დეფიციტის უპრეცედენტო საფრთხის წინაშე. ეს კიდევ ერთხელ შეგვახსენებს ელემენტარულ პრინციპებს, რომ მშვიდობისა და უსაფრთხოების დანაწევრება და გაყოფა არ შეიძლება. ჩვენ ყველა ერთ ნავში ვართ. ამ რთულ დროს უკრაინელი ხალხი კიდევ უფრო გაერთიანებულია ევროპული მისწრაფების გარშემო. მე მინდა, მივულოცო უკრაინას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება. მჯერა, რომ საქართველოც სულ მალე შეურთდება ამ გზაზე ჩვენს ორ პარტნიორს, უკრაინასა და მოლდოვას. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ანაქრონული ომი მალე დასრულდება და უკრაინა, რომელიც დგას ისტორიის სწორ მხარეს, გაიმარჯვებს. 21-ე საუკუნეში ოკუპაციის ადგილი არ არის. ბატონო პრეზიდენტო ზელენსკი, მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყნები აღადგენენ ერთიანობას, ტერიტორიულ მთლიანობას და კეთილდღეობას მშვიდობიან, უსაფრთხო ევროპაში. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა