ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says

სანდრო რაქვიაშვილი - „ქართული ოცნება“ საპარლამენტო ზედამხედველობას კი არ აუმჯობესებს, მხოლოდ პარლამენტის რეგლამენტით შემოიფარგლება

ნახვები: 467 სანდრო რაქვიაშვილი - „ქართული ოცნება“ საპარლამენტო ზედამხედველობას კი არ აუმჯობესებს, მხოლოდ პარლამენტის რეგლამენტით შემოიფარგლება

„ქართული ოცნება“ საპარლამენტო ზედამხედველობას კი არ აუმჯობესებს, მხოლოდ პარლამენტის რეგლამენტით შემოიფარგლება, რაც შეიძლება საინტერესო იყოს, მაგრამ შორს არის საპარლამენტო კონტროლის გაძლიერებისგან – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სანდრო რაქვიაშვილმა საპარლამენტო კონტროლის გაძლიერების მიზნით, სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

როგორც სანდრო რაქვიაშვილმა აღნიშნა, საკითხი თუ მთავრობას ან ეროვნულ ბანკს ეხება, პრობლემა სხვა კანონებშია და არა  რეგლამენტში.

„ყველაზე ნათელი მაგალითია ის, რომ პარლამენტის რეგლამენტში გათვალისწინებულია, როგორ ახორციელებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი ეროვნულ ბანკზე ზედამხედველობას, მაგრამ ეს ქმედებები დაბლოკილია ორგანული კანონით. ის ბლოკავს ჩანაწერს, რომელიც რეგლამენტშია, ანუ, რამდენადაც არ უნდა გავაუმჯობესოთ ეს ჩანაწერი რეგლამენტში, ის არ იმუშავებს. თუ გვინდა, რომ ზედამხედველობა გავაუმჯობესოთ ეროვნულ ბანკზე, უნდა შევცვალოთ ორგანული კანონი და არა რეგლამენტი. ბევრი ასეთი საკითხია, მაგრამ არც ერთს არ შევხებივართ“, – განაცხადა რაქვიაშვილმა

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა