ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says

ვოლოდიმირ ზელენსკი - სიტუაცია რჩება სახიფათო, ზაპოროჟიეს ატომური ელექტოსადგურის ქსელიდან ნებისმიერი გათიშვა მას კიდევ ერთხელ დააყენებს კატასტროფის პირას

ნახვები: 566 ვოლოდიმირ ზელენსკი - სიტუაცია რჩება სახიფათო, ზაპოროჟიეს ატომური ელექტოსადგურის ქსელიდან ნებისმიერი გათიშვა მას კიდევ ერთხელ დააყენებს კატასტროფის პირას

სიტუაცია რჩება სახიფათო, ზაპოროჟიეს ატომური ელექტოსადგურის ქსელიდან ნებისმიერი გათიშვა მას კიდევ ერთხელ დააყენებს კატასტროფის პირას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.

ზელენსკის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, საერთაშორისო ატომური სააგენტოს მისია მივიდეს სადგურზე.

„ჩვენი ბირთვული სპეციალისტები, ენერგეტიკული ინდუსტრიის ყველა სპეციალისტი, ახერხებენ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაცვას ყველაზე უარესი სცენარისგან, რომელიც მუდმივად პროვოცირებულია რუსული ძალების მიერ. სადგური წარმატებით დაუკავშირდა ქსელს. ის აწარმოებს ენერგიას უკრაინისთვის. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სიტუაცია რჩება ძალიან სარისკო და სახიფათო. გუშინდელი მოვლენების ნებისმიერი გამეორება, ანუ სადგურის ქსელიდან ნებისმიერი გათიშვა, რუსეთის ნებისმიერი ქმედება, რომელმაც შეიძლება, გამოიწვიოს რეაქტორების გათიშვის პროვოცირება, კიდევ ერთხელ დააყენებს სადგურს კატასტროფის პირას. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო ატომური სააგენტოს მისია მივიდეს სადგურზე რაც შეიძლება სწრაფად და მუდმივ რეჟიმში დაგვეხმაროს ატომური ელექტროსადგურის მართვაში უკრაინის კონტროლქვეშ“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, უკრაინელი დიპლომატები და პარტნიორები ყოველდღიურ რეჟიმში აგრძელებენ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოებისთვის ბრძოლას.

ამასთან, ვიდეომიმართვაში ზელენსკიმ ისაუბრა მარცვლეულის ექსპორტსა და სასურსათო კრიზისზე. მისი თქმით, ერთი თვის განმავლობაში უკრაინიდან მილიონი ტონა აგრარული პროდუქცია გავიდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა