თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

"ფული პრიორიტეტი არაა" - Bayraktar-ს მფლობელი მოსკოვისთვის დრონების გადაცემაზე

ნახვები: 611 "ფული პრიორიტეტი არაა" - Bayraktar-ს მფლობელი მოსკოვისთვის დრონების გადაცემაზე

უპილოტო საფრენი აპარატების Bayraktar-ის მწარმოებელი კომპანიის მფლობელი და გენერალური დირექტორი, ხალუკ ბაირაქტარი ამბობს, რომ მოსკოვს აპარატებს არ მიყიდიან. როგორც მან BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, ფული და მატერიალური რესურსები მათი პრიორიტეტი არაა და მხარს უკრაინას უჭერენ.

"ჩვენთვის ფული პრიორიტეტი არაა. ჩვენს ბიზნესში ფული და მატერიალური რესურსები არასდროს ყოფილა მიზანი. უკრაინასთან ჩვენი მეგობრობა და თანამშრომლობა მრავალი წელია გრძელდება. ამიტომაც რამდენი ფულიც არ უნდა შემოგვთავაზონ, გულწრფელად გითხრათ, საუბარიც კი არ შეიძლება იმაზე, რომ ამჟამინდელ სიტუაციაში ისინი მათ [მოსკოვს] გადავცეთ. ამჟამად მთელი ჩვენი მხარდაჭერა სრულად უკრაინის მხარესაა. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ძალიან მყარი კავშირი გვაქვს და უკრაინა განიცდის ძალიან უსამართლო, აგრესიულ და დაუსაბუთებელ აგრესიას. ამიტომაც, ვერაფერი დაჩრდილავს უკრაინასთან ჩვენს თანამშრომლობას, მიუხედავად იმისა, რა თანხა იქნება შემოთავაზებული, ჩვენი პოზიცია არ შეიცვლება", - განაცხადა მან ინტერვიუს დროს.

Bayraktar-ის დრონები რუსეთ-უკრაინის ომში უკრაინული წინააღმდეგობის ერთგვარ სიმბოლოდ იქცა. ივნისში კომპანია Baykar-მა უკრაინას უფასოდ გადასცა სამი უპილოტო საფრენი აპარატი Bayraktar ТВ2-ს, რომლისთვისაც უკრაინელები ფულს აგროვებდნენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა