თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - უნდა მოვძებნოთ საერთო პოზიცია, არ არსებობს თანხმობა ვიზების სრულად აკრძალვაზე, ვფიქრობ, ახლოს ვართ იმ გზის მოძებნასთან, როგორ გავუგზავნოთ ძლიერი სიგნალი მოსკოვს

ნახვები: 493 ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - უნდა მოვძებნოთ საერთო პოზიცია, არ არსებობს თანხმობა ვიზების სრულად აკრძალვაზე, ვფიქრობ, ახლოს ვართ იმ გზის მოძებნასთან, როგორ გავუგზავნოთ ძლიერი სიგნალი მოსკოვს

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, იან ლიპავსკის განცხადებით, რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების აკრძალვის საკითხზე ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა საერთო ევროპული პოზიცია უნდა მოძებნონ.

მისივე თქმით, არ არსებობს თანხმობა ტურისტული ვიზების სრულად აკრძალვაზე. როგორც იან ლიპავსკი ამბობს, ეძებენ გზას, თუ როგორ უნდა შეამციროთ ვიზების გაცემის რიცხვი.

„მესმის, რომ საერთო ევროპული პოზიცია უნდა მოვძებნოთ, რადგან არ არსებობს თანხმობა ტურისტული ვიზების სრულად აკრძალვაზე. ვფიქრობ, ძალიან ახლოს ვართ იმ გზის მოძებნასთან, როგორ გავუგზავნოთ ძლიერი სიგნალი მოსკოვსა და რუსულ ელიტას, რადგან ნებისმიერ მოქალაქეს ევროპაში ტურისტად მოგზაურობა არ შეუძლია. ეს არის რუსული ელიტა და მათ უნდა გაიგონ. და უნდა გავიგოთ ჩრდილოეთ ბალტიის სახელმწიფოების პრაქტიკული პრობლემა, რომელთა საზღვრები გადატვირთულია მოძრაობით. ეს მათთვის უსაფრთხოების საკითხია და დარწმუნებული ვარ, გამოსავალს ვიპოვით.

მხოლოდ სავიზო მოსაკრებლის გაზრდა საკმარისი არ არის, კარგი იდეაა, მაგრამ არასაკმარისია. სავიზო შეთანხმება დაფუძნებულია იმაზე, რომ ჩვენ გვექნება კარგი ურთიერთობა. ჩვენ გვსურს კარგი ურთიერთობა, მაგრამ ეს არ სურს რუსეთს. როგორც ადრე აღვნიშნე, ჩვენ ვეძებთ გზას, როგორ შევამციროთ ვიზების გაცემის რიცხვი. ომია, შეხედეთ, რა ხდება უკრაინაში, შეხედეთ, რას შვება რუსეთი უკრაინაში და ამავე დროს, რუსი ტურისტები ჩამოდიან ჩვენს კურორტებზე „სპას“ მისაღებად, სიამოვნებისთვის. არა, ეს არ არის ის, რაც ჩვენ უნდა დავუშვათ“, – განაცხადა იან ლიპავსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა