როგორც ილია დარჩიაშვილი აღნიშნავს არაფორმალური საგარეო საქმეთა მინისტერიალის ე.წ. გიმნიხის ფარგლებში შევხვდი უკრაინელ კოლეგას.
„შევხვდი ჩემს უკრაინელ კოლეგას დმიტრო კულებას კიდევ ერთხელ დავუდასტურე საქართველოს ურყევი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. განვიხილეთ ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის საერთო სფეროები“, – წერს დარჩიაშვილი.